რეფლუქსი, კოლიტი - გასტროენტეროლოგია

კითხვა: 1 წლის წინ გავიკეთე ფიბროგასტროსკოპია, მაქვს რეფლუქსი, ნებისმიერი საკვების მიღების შემდეგ მაქვს სიმძიმის შეგრძნება , წვა შიგნით კუჭში , მიუხედავად იმისა რომ ვიკვებები დიეტური საკვებით, რადგანაც მაწუხებს კოლიტიც. ვღებულობ ნოლპაზას , მაინტერესებს რამდენ ხანს შეიძლება ამ მედიკამენტის მიღება. მე თითქმის ერთი წელია ვღებულობ საჭიროების მიხედვით .ყოველ 2-3 დღეში ერთხელ ან 2 დღე ზედიზედ, მომდევნო 2-3 დღე არა და მშველის, რამდენად სწორია ეს? არ მაქვს მაღალი სიმჟავე, ასე მითხრა ექიმმა ფიბროგასტროსკოპიის შემდეგ. წინასწარ დიდი მადლობა.
პასუხი:

მოგესალმებით,
გასტროეზოფაგური რეფლუქსი საჭმლის მომნელებელი სისტემის ქრონიკული დაავადებაა და ხასიათდება კუჭის შიგთავსის (საკვები, საჭმლის მომნელებელი წვენები) ამოსვლით საყლაპავში, რაც იწვევს კუჭის მჟავით საყლაპავის ლორწოვანის გაღიზიანებას და უსიამოვნო სიმპტომებს, განსაკუთრებით კი გულძმარვას.
მჟავის ამოსვლის მიზეზს წარმოადგენს საყლაპავის ბოლოში არსებული სფინქტერის , ე.წ. ჩამკეტის სისუსტე ან ნაკლოვანება, რომელიც ვეღარ ახერხებს საკვების შეკავებას კუჭში.
კოლიტი კი, მსხვილი ნაწლავის ანთებაა, რომელიც ლორწოვანის დამცავი ფუნქციის დასუსტებით არის გამოწვეული და როგორც თავადაც აღნიშნეთ, ასეთ დროს ინიშნება დიეტა, რომელიც გამორიცხავს ცხიმიანს, შემწვარს, მსუყე წვნიანებს, გაზიან სასმელებს, ცოცხალ ხილს და ბოსტნეულს. დაშვებულია მოხარშული თევზი, უცხიმო ხორცი, ქათმის ხორცი, გამომცხვარი ბოსტნეული.
რაც შეეხება ნოლპაზას, იგი რეკომენდებულია ხანგრძლივად მკურნალობისთვის. შესაბამისად უნდა გააგრძელოთ მისი მიღება ,ვინაიდან ,როგორც ამბობთ ,გშველით .
დამატებითი ინფორმაციისათვის, დაგვიკავშირდით საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა