მოგესალმებით,
ღვიძლში ცხიმის დაგროვების ოთხი მექანიზმი არსებობს, ესენია:
- საკვებთან ერთად ცხიმებისა და ცხიმოვანი მჟავების ჭარბი მიღება;
- ღვიძლის უჯრედების განსაკუთრებულ სტრუქტურებში - მიტოქონდრიებში ცხიმოვანი მჟავების გაძლიერებული სინთეზი ან მათი დაჟანგვის დათრგუნვა;
- ღვიძლის უჯრედებში წარმოქმნილი ცხიმოვანი ნივთიერებების გამოყოფის დარღვევა;
- ნახშირწყლების ჭარბი ოდენობა ღვიძლში.
ცხიმოვანი ღვიძლი
ცხიმოვანი ღვიძლი ანუ არაალკოჰოლური სტეატოჰეპატიტი ჩივილებს ყოველთვის არ იწვევს. სიმპტომები, წესისამებრ, ზოგადია:
- სისუსტე;
- სწრაფად დაღლა;
- ყრუ ტკივილი მარჯვენა ფერდქვეშა მიდამოში, რომელიც შესაძლოა ღვიძლის გადიდებით იყოს გამოწვეული.
- დაავადების შორსწასულ შემთხვევებში, რომლებიც იშვიათია და ციროზით სრულდება, ავადმყოფს შესაძლოა აწუხებდეს:
- წონის დაქვეითება;
- სისხლძარღვთა გაგანიერება;
- კანისა და ლორწოვანების სიყვითლე;
- ასციტი - მუცლის ღრუში სითხის დაგროვება;
- ღვიძლის უკმარისობა;
- ქვედა კიდურების შეშუპება.
ვარაუდობენ, რომ ცხიმოვანი ღვიძლის ჩამოყალიბებაში უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს მეტაბოლური სინდრომი - იმ მდგომარეობათა შერწყმა, რომლებიც ზრდის დიაბეტის, გულის დაავადებებისა და ინსულტის რისკს.
მეტაბოლური სინდრომის ნიშნებია:
- სიმსუქნე, განსაკუთრებით - ჭარბი ცხიმის დაგროვება წელის ირგვლივ;
- იპერტენზია - მაღალი არტერიული წნევა;
- რეზისტენტობა ინსულინის მიმართ.
ძნელია ვივარაუდოთ, როგორი იქნება არაალკოჰოლური ცხიმოვანი ღვიძლის მიმდინარეობა ყოველ კერძო შემთხვევაში. პროგრესის თავიდან ასაცილებლად საჭიროა ცხიმოვანი ღვიძლის გამომწვევი მდგომარეობის დროული მკურნალობა. უამისოდ, განსაკუთრებით - 45 წელს გადაცილებულ, სიმსუქნითა და დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში, მაღალია დაავადების პროგრესირებისა და ღვიძლის ციროზის ჩამოყალიბების რისკი.
აუცილებლად მიმართეთ ექიმ ჰეპატოლოგს, რომელიც განსაზღვრავს მკურნალობის შემდგომ ტაქტიკას. ვიზიტი მაშინაც საჭიროა, როდესაც ჩამოთვლილ რისკფაქტორთაგან (სიმსუქნე, შაქრიანი დიაბეტი, ჰიპერლიპიდემია...) ერთი მაინც გაქვთ.
ჩვენს კლინიკაში, ამ ეტაპზე , ჰეპატოლოგი არ გვყავს.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!