კითხვა: გამარჯობა, მაინტერესებს ჩემმა მეუღლემ იმკურნალა C ჰეპატიტზე დაასრულა კურსი 2 თვეა უკვე. ყველა გვეუბნება C ჰეპატიტის მკურნალობის შემდეგ 1 წელში ან წელიწად ნახევარში შესაძლებელია სიმსივნე განვითარდესო. რამდენად სიმართლეა თუ შეიძლება რომ მომწეროთ
პასუხი:

მოგესალმებით,
C ჰეპატიტის ვირუსით ინფიცირებული ორგანიზმი ათიდან დაახლოებით ორ შემთხვევაში მთლიანად თავისუფლდება ვირუსისგან და დაავადება ქრონიკულ ფორმას მხოლოდ რვა შემთხვევაში იღებს. თუმცა C ჰეპატიტის გამომწვევი ვირუსის მნიშვნელოვანი თავისებურებაა მისი გენეტიკური არაერთგვაროვნება. HCV -ს შესწევს უნარი, ხელიდან დაუსხლტეს იმუნურ ზედამხედველობას.
C ჰეპატიტის ვირუსი გადაეცემა:

  • წამლების (წესისამებრ, ნარკოტიკების) ინტრავენური მიღებისას ინფიცირებული სისხლით დაბინძურებული შპრიცის, ნემსისა და სხვა სამედიცინო ინსტრუმენტების მეშვეობით;
  •  ვირუსშემცველი დონორის ორგანოთა და ქსოვილთა ტრანსპლანტაციისას;
  •  სისხლთან პროფესიული კონტაქტისას;

HCV ჰეპატიტის დიაგნოზის დასმა კლინიკური ნიშნების მიხედვით თითქმის შეუძლებელია, რადგან ამ დაავადებას პათოგნომური სიმპტომები არ გააჩნია, ამიტომ აუცილებელია HCV -ს ლაბორატორიული დიაგნოსტიკა.
საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაცია 2015 წლის მაისის თვიდან მიმდინარეობს და 2018 წლის მონაცემების მიხედვით 45 000 პაციენტიდან 98% განიკურნა.
რაც შეეხება თქვენს შეკითხვას, შესაბამისი მკურნალობის გარეშე C ჰეპატიტი იწვევს სიმსივნეს, ხოლო მკურნალობის შემდეგ გამოვლენილი სიმსივნის შესახებ ინფორმაციას არ ვფლობთ.
ამ პროგრამასთან დაკავშირებით, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე 15 05.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა