მოგესალმებით,
გულისრევის შეგრძნებას უამრავი მიზეზი შეიძლება ჰქონდეს. მაგალითად:
- გასტროპარეზი (მდგომარეობა როდესაც კუჭის კედლის კუნთები ნორმალურად ვერ ფუნქციონირებენ, რაც მონელებას უშლის ხელს);
- ობსტრუქცია ნაწლავებში;
- შაკიკი;
- ვირუსული გასტროენტერიტი (კუჭის გრიპი);
- ვესტიბულური ნევრიტი;
- პანკრეატიტი;
- კუჭის წყლული;
- ღვიძლის უკმარისობა;
- გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი;
- გულის უკმარისობა.
მიზეზი შესაძლოა იყოს ასევე, თქვენს მიერ დასახელებული აუტოიმუნური თირეოიდიტი, ან წარმოადგენდეს ეუთიროქსინის გვერდით ეფექტს.
ზოგადად, პირში მწარე გემო, ნაღვლის შედედებაზე მეტყველებს , თუმცა დისტანციურად გამომწვევი მიზეზის დიაგნოსტირება შეუძლებელია, ამიტომ, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების თავიდან აცილების მიზნით, სასურველია, პირველ რიგში მიმართოთ მკურნალ ექიმს.
ალტერნატიული აზრის მოსასმენად კი, შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში, გასტროენტეროლოგთან , სადაც გასინჯვისა და მდგომარეობის ობიექტური შეფასების შემდეგ, დაგენიშნებათ საჭირო კლინიკურ–ლაბორატორიული კვლევები, დაისმევა ზუსტი დიაგნოზი და შეირჩევა შესაბამისი მკურნალობა.
ასევე, კლინიკის აქციის ფარგლებში შეგვიძლია შემოგთავაზოთ კუჭ–ნაწლავის ტრაქტის სრულყოფილ კვლევაზე ფასდაკლება, ვრცლად შეგიძლიათ ბმულზე: https://kirurgia.ge/article/31412/gawukhebt-guldzmarva,-kuchis-tkivili--
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!