მოგესალმებით,
ენა ადამიანის ორგანიზმის უნიკალური ნაწილია, რომლის დახმარებითაც, ვამყარებთ კომუნიკაციას და ვიღებთ სიცოცხლისთვის აუცილებელ საკვებს. ყვითელი ფერის ნადების არსებობა, ღვიძლისა და სანაღვლე გზების დაავადებაზე მიგვანიშნებს.
ეს სიმპტომი ახასიათებს პირის ღრუს სოკოს, ასევე კუჭ-ნაწლავის დაავადების არსებობაზე, თუ ნადებს თან ახლავს პირის ღრუდან უსიამოვნო სუნი და გულისრევის შეგრძნება.
შესაძლებელია გამოიწვიოს კანდიდოზმაც. ყვითელი ფერის ნადებს, სხვადასხვა მედიკამენტების მიღებაც იწვევს, მაგალითად ანტიბიოტიკები, თავისთავად არ იწვევენ ყვითელ ნადებს, თუმცა მათი ზემოქმედება ღვიძლზე, უკვე ხდება მიზეზი იმისა, რომ ენაზე ბაქტერიები დაგროვდეს. პაციენტები უჩივიან ტკვილს ყელის არეში, ხშირად იმატებს ტემპერატურაც. ასეთი დაავადებები სასურველ გარემოს ქმნის, ბაქტერიების წარმოსაქმნელად ისეთი ადგილობრივი ანთებითი პროცესების, როგორიცაა:
- ყელის ტკივილი;
- კარიესი;
- გინგივიტი;
- გლოსიტი;
- სტომატიტი.
- შესაძლოა ე.წ. ბრეკეტებიც გახდეს ამის მიზეზი.
მოგცემთ რამოდენიმე რეკომენდაციას:
- გაისუფთავეთ ენა ყოველ დილა-საღამს ჯაგრისის რბილობის დახმარებით.
- გამორიცხეთ ცხიმიანი, შემწვარი, შებოლილი საკვების მიღება;
- მიირთვით რძის პროდუქტები და მარცვლეული.
დისტანციურად ზუსტი დიაგნოზის დასმა ფიზიკურად შეუძლებელია, ჩვენი რჩევა იქნება პირველ რიგში მიმართოთ სტომატოლოგს, რომელიც უშუალო კონსულტაციის შემდეგ, შეკრებს ანამნეზს და საჭიროების შემთხვევაში გადაგამისამართებთ შესაბამის სპეციალისტთან.
გმადლობთ, რომ დაინტერესდით ჩვენი კლინიკით, გისურვებთ ჯანმრთელობას!