გასტროენტეროლოგიური პრობლემა - გასტროენტეროლოგია

კითხვა: გამარჯობა.ვარ 45 წლის.4 წლის უკან ამტკივდა ყრუდ მუცელში შემამცივნა და მქონდა ღებინების შეგრძნება.მეორე დღიდან დავიწყე კვლევა გადავიღე ექოსკოპია სადაც ისეთი არაფერი აღმოჩნდა რასაც შეეძლოა ასეთი ტკივილი გამოეწვია.შემდეგ გადავიღე ყველა ორგანოზე იქაც არაფერი.გადავწყვიტე ნაწლავიც გამომერკვია დამალევინეს ფაფა და გამაშუქეს რედგენზე სადაც აღმოჩნდა ნაწლავი შევიწროვებული.ჩემმა ექიმმა მირჩია გამეკეთებინა უკანა ტანიდან კვლევა კოლონოსკოპია და გავიკეთე და იქაც არაფერი გაგრძელდა ტკივილები გავიკეთე ანალიზები მაგრამ არსად არაფერი არ გამოჩნდა.იმის შემდეგ ამდენი წელია ვიკვლევ რა მჭირს.გავიკეთე მაგნიტო–რეზონანსული კვლევა იმ ადგილას სადაც ტკივილები მქონდა მაგრამ იქაც ისეთი არაფერი რასაც ასეთი ტკივილები შეიძლება გამოეწვია.გთხოვთ იქნებ დამეხმაროთ და მირჩიოთ რამე რა გზას დავადგე რა გავაკეთო რომ დავადგინო რა მჭირს.დიდი მადლობა წინასწარ.
პასუხი:

მოგესალმებით,
როგორც მოგვითხრობთ, თითქმის ყველა კლინიკური კვლევა გაქვთ ჩატარებული და პათოლოგიური უბანი ან რაიმე დაავადება არ გამოიკვეთა.
ამ შემთხვევაში საფიქრებელია,რომ კვლევების მიუხედავად ,არ მოხდა მიღებული შედეგების სწორი ინტერპრეტირება ან კვლევები არ იყო საკმარისად სრული
როგორც წესი ,ნებისმიერ კვლევას ფასი აქვს მაშინ ,როდესაც შედეგებს კარგი კლინიცისტი ექიმი განიხილავს .ჩვენ არ ვიცით ვისი რეკომენდაციებით იტარებდით ამ კვლევებს და შემდგომ ,ვინ ნახა და რა შეფასება მისცა ამ კვლევებს .
იმისათვის ,რომ გავიგოთ ექიმის მოსაზრება ,უნდა არსებობდეს სამედიცინო დოკუმენტიდან ამონაწერი.სხვაგვარად ,სიტყვიერი გადმოცემით ,დიდი ალბათობა არსებობს ,რომ ნათქვამი გამრუდდეს .
სასურველია ეწვიოთ ექიმ–სპეციალისტს, რომელიც შეკრებს ანამნეზს, მოისმენს თქვენს ჩივილებს, ნახავს ჩატარებული გამოკვლევების პასუხებსა და სურათებს, სწორედ ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი სწორი ორიენტირის, რეკომენდაციების და მოქმედების გეგმის არჩევა.
თუ გსურთ მობრძანდით ჩვენს კლინიკაში, გასტროენტეროლოგთან კონსულტაციაზე, რომელიც ობიექტურად შეაფასებს მდგომარებას და აუცილებლად დაგეხმარებათ გამოჯანმრთელებაში.
თუ გადაწყვეტთ ვიზიტს, სასურველია თან იქონიოთ ჩატარებული გამოკვლევების პასუხები.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა