მოგესალმებით,
ომეპრაზოლი, მისი რეცეპტის თანახმად, წარმოადგენს კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების სამკურნალო საშუალებას.
ომეპრაზოლის მიღება შესაძლებელია მხოლოდ ექიმის მკაცრი კონტროლით !
პრეპარატის დოზის გადაჭარბების შემთხვევაში მოსალოდნელია შემდეგი სიმპტომები:
პირის სიმშრალე, გულისრევა, გაძლიერებული ოფლიანობა, თავის ტკივილი, ძილიანობა და ა.შ.
რაც შეეხება გულძმარვას, შესაძლოა მისი გამომწვევი, თქვენს მიერ აღნიშნული წყულიც იყოს, რადგან მისი ძირითადი სიმპტომებია მოუნელებლობა (დისპეპსია), გულძმარვა და გულისრევის შეგრძნება.
კუჭის წყლული ჩნდება, როდესაც ზიანდება კუჭის ფენა, რომელიც იცავს ამომფენ გარსს, რომ არ მოხდეს მისი დაზიანება და დაშლა კუჭის სიმჟავის ზემოქმედებით. შედეგად კი კუჭის სიმჟავე იწყებს ამ ამომფენი გარსის დაშლას.
ამას ძირითადად იწვევს:
● ჰელიკობაქტერ პილორი (H. pylori) ბაქტერია;
● ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებების განსაკუთრებით კი მაშინ თუ ეს წამლები ხანძლივად და დიდი დოზებით მიიღება.
ჰელოკობაქტერისათან ასოცირებული გასტროენტეროლოგიური დაავადება საჭიროებს ანტიბიოტიკებით ერადიკაციულ თერაპიას - „test and treat strategy“ (გამოვავლინოთ და მოვსპოთ).
2 ათეული წელია Helicobacter pylori-ს ერადიკაციულმა თერაპიამ მნიშვნელოვნად შეამცირა HP ასოცირებული წყლულების რეციდივები და გართულებები.
თქვენი მონათხრობიდან გამომდინარე ,თქვენი მკურნალობა მხოლოდ სიმპტომურია,ანუ ებრძვით შედეგს და არა მიზეზს,ამიტომაც მთელი ცხოვრება იღებთ ომეპრაზოლს ,რაც თავისთავად კარგი არაა .აუცილებელია დაავადების არსის დაზუსტება და სრულფასოვანი თერაპიის ჩატარება .
შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში გასტროენტეროლოგთან კონსულტაციაზე, რომელიც ვიზიტისას შეაფასებს თქვენს მდგომარეობას, ხოლო გასტროსკოპიით კვლევის საჭიროების შემთხვევაში, შემოგთავაზებთ ფასდაკლებას, ვრცლად იხილეთ
ბმულზე: https://kirurgia.ge/article/31412/gawukhebt-guldzmarva,-kuchis-tkivili--
ყოველივე ამის შემდგომ, დაგენიშნებათ აპრობირებული და გაიდლაინებით დასაბუთებული მკურნალობა.
დამატებითი ინფორმაციისათვის და ჩასაწერად, დაგვიკავშირდით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !