იშიაზი, შეკრულობა - გასტროენტეროლოგია

კითხვა: გამარჯობა. დაახლოებით ორი თვეა ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს დენი გამდის მთელ ფეხში, ხან ხელშიც. ბოლო სამი დღეა კი მარცხენა ფეხის ბარძაყის უკანა მხარეს დამეწყო ისეთი ტკივილი, თითქოს დალურჯებული მაქვს მთელ სიგრძეზე, ხელის დაჭერით მტკივა. ამის გარდა მაწუხებს შეკრულობა და მაქვს ბუასილი. მაინტერესებს თუ შეიძლ ება რამე კავშირში იყოს ეს ორი ერთმანეთთან და ფეხის ტკივილზე ვის მივმართო. მადლობა დიდი
პასუხი:


მოგესალმებით,
მიმოწერის რეჟიმში დიაგნოსტირება შეუძლებელია, სავარაუდოდ ჩივილის გამომწვევია იშიაზი, რომელიც არის საჯდომი ნერვის დაზიანება ან მიჭყლეტა, რომელიც პასუხისმგებელია ფეხის მგრძნობელობაზე და მოძრაობაზე დუნდულოვანი კუნთიდან ტერფამდე.
ამ შემთხვევაში საჭროა ნევროლოგთან გაიაროთ კონსულტაცია.
რაც შეეხება შეკრულობას, ყაბზობა ანუ შეკრულობა არის ნაწლავების დაყოვნებული, გაძნელებული ან არასრული დაცლა.
ჯანმრთელი ადამიანების უმრავლესობას ნაწლავთა მოქმედება, დეფეკაცია, დღე-ღამეში ერთხელ აქვს, თუმცა ზოგ შემთხვევაში ნაწლავთა ორ დღეში ერთხელ დაცლაც შეიძლება ნორმად ჩაითვალოს. ჩვეულებრივ, შეკრულობად მიიჩნევა ნაწლავთა დაცლის შეფერხება 48 საათით და მეტი ხნით. ამრიგად, ეს ცნება შედარებითი და ინდივიდუალურია.
ნაწლავში დაგროვილ სითხეში იწყება დუღილისა და ლპობის პროცესები, რაც ინტოქსიკაციას აძლიერებს. იწყება ცილებისა და ცხიმების დაშლა, ორგანიზმში გროვდება მათი დაშლის პროდუქტები, იწყება აციდოზი, ირღვევა გადავსებული ნაწლავის კედლის გამტარობა, მუცლის ღრუში გროვდება ექსუდატი, რომელიც ინფიცირდება და იწყება პერიტონიტი.
შეკრულობის ერთ–ერთი გართულებაა თქვენს მიერ აღნიშნული ბუასილი.
ჯანმრთელობის მდგომარეობის გართულების თავიდან აცილების მიზნით, გირჩევთ, მიმართოთ გასტროენტეროლოგს.
თუ გსურთ მოისმინოთ ჩვენი კლინიკის სპეციალისტის მოსაზრება, შეგიძლიათ მობრძანდეთ მასთან კონსულტაციაზე.
გასტროსკოპიული კვლევის საჭიროების შემთხვევაში, შემოგთავაზებთ ფასდაკლებას, ვრცლად იხილეთ ბმულზე: https://kirurgia.ge/article/31412/gawukhebt-guldzmarva,-kuchis-tkivili--

პროქტოლოგთან კონსულტაცია კი უფასოა და ტარდება ყოველ ხუთშაბათს, წინასწარი ჩაწერით საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა