კითხვა: მოგესალმებით, ვარ 24 წლის მაწუხებს ნაწლავის შებერილობა 1კვირაა,მუცლის ტკივილი მარჯვენა ქვედა მხარეში,ბრინჯის დიეტით გამოვკეთდი მაგრამ მწვანე ლობიოს მიღებიდან 1 საათში დამეწყო კუჭის ტკივილი,დეფეკაცია ნორმალური მაქვს,არ მშველის ნახშირი. თქვენთან ვიყავი გასულ თვეში და გასინჯვისას ვიყავი შებერილი,ბრმანაწლავის ბრალი არ არისო,არ შემიძლია ენოდოსკოპის გადაყლაპვა....რაზე შეიძლება მიანიშნებდეს ეს სიმპტომები ჩემ ასაკში და როგორი დიეტა დავიცვა?
პასუხი:

მოგესალმებით,
მეტეორიზმი შეიძლება აწუხებდეს ყველა ადამიანს, განურჩევლად ასაკისა, ცხოვრების წესისა ან ჯანმრთელობის მდგომარეობისა. მეტეორიზმი წარმოადგენს კუჭ-ნაწლავის სისტემის ფუნქციის ერთ-ერთ დარღვევას. მის შედეგად იზრდება ნაწლავებში აირების ჭარბი მოცულობა, რაც, თავის მხრივ, იწვევს შებერილობისა და „სავსე მუცლის“ შეგრძნებას.
მეტეორიზმის დროს რეკომენდებულია ფერმენტული, ნაწლავური მიკროფლორის აღმდგენი ბაქტერიული მედიკამენტების, ნაწლავის მოტორულ ფუნქციაზე მოქმედი საშუალებების მიღება და სათანადო კვება. მთავარი და აუცილებელია მუცლის შებერილობის გამომწვევი მიზეზის დადგენა და აღმოფხვრა.
მიზეზი კი ბევრი რამ შეიძლება იყოს:

  •  პარკოსნები, კომბოსტო, ვაშლი, გაზიანი სასმელები ხელს უწყობს დიდი რაოდენობით აირების წარმოქმნას.
  •  ლუდი, ბურახი, შავი პური, ყურძენი ასტიმულირებს ნაწლავებში დუღილის პროცესს.
  •  რძის პროდუქტების გამოყენება, განსაკუთრებით - ლაქტოზის აუტანლობისას, ხელს უწყობს აირთა დაგროვებას.
  • მეტეორიზმს იწვევს ურთიერთშეუთავსებელი პროდუქტების მიღებაც.

თუ რა არის გამომწვევი ფაქტორი თქვენს შემთხვევაში, ამის შესახებ ამომწურავ ინფორმაციას მიიღებთ თუ დიაგნოსტიკისათვის და მკურნალობის შერჩევისთვის მიმართავთ გასტროენტეროლოგს.
უმჯობესია, სპეციალისტთან ვიზიტამდე და ზუსტ დიაგნოსტირებამდე, თავი აარიდოთ თვითმკურნალობას.
მოგცემთ რამოდენიმე რეკომენდაციას: რაციონიდან უნდა ამოიღოთ აირთა წარმოქმნის ხელშემწყობი საკვები - ცომეული, ტკბილეული, რძე, ახალი ხილი და ბოსტნეული, პარკოსნები - ბარდა, ლობიო.
რძის ნაცვლად უმჯობესია მიირთვათ რძემჟავა პროდუქტები (ყველი, მაწონი, იოგურტი).
ჩვენი გასტროენტეროლოგი კი, დეტალურად შეგირჩევთ დიეტას.
მეტეორიზმის სამკურნალოდ ძირითადად ფერმენტები და სიმეტიკონის შემცველი მედიკამენტები გამოიყენება, რასაკვირველია ექიმის მიერ დანიშნული, რადგან თვითმკურნალობამ არასწორად შერჩეული მედიკამენტებით, შესაძლოა გართულება გამოიწვიოს.
დამატებითი ინფორმაციისათვის , დაგვიკავშირდით საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა