კითხვა: 10 დღეა გავიკეთე ლაპაროსკოპიით ნაღვლის ბუშტის ოპერაცია,2დღეა დილით მაღვიძებს კუჭის ტკივილი,საჭმლის მიღების შემდეგ ტკივილი იკლებს მაგრამ სრულად არა. მეორე შეკითხვა ჭიპის ზედა მხარეს სადაც ოპერაციული ჭრილობა იყო დამრჩა ცერა თითისოდენა სიმაგრე,რომელიც შეხებისას იდნავ მტკივნეულია გთხოვთ მიპასუხოთ რა შეიძლება იყოს.მადლობა
პასუხი:

მოგესალმებით,
დისტანციურად კუჭის ტკივილის გამომწვევი მიზეზის დადგენა რთულია, თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ აღნიშნავთ, კვების შემდეგ ტკივილის შემსუბუქებას, ვვარაუდობთ, რომ შესაძლოა საქმე გვქონდეს გასტრიტთან.
გასტრიტი კუჭის ლორწოვანი გარსის ანთება, გაღიზიანება ან ეროზიაა. ის არის გარკვეულ ვითარებათა ჯგუფი, რომელიც კუჭთან დაკავშირებული პრობლემებითა და სიმპტომებით ვლინდება.
თორმეტგოჯა ნაწლავში, მჟავიანობის მომატების ფონზე, მიკრობები გამრავლებას იწყებენ ნაწლავებში, შემდეგ კი თანდათანობით გადმოინაცვლებენ თორმეტგოჯა ნაწლავსა და კუჭში. შედეგად ზიანდება კუჭის ლორწოვანი გარსი, ირღვევა მონელების პროცესები, რასაც შესაბამისი სიმპტომების გამოვლენა მოჰყვება.

ჭრილობის სიმაგრე

ეს ხშირ შემთხვევაში, ოპერაციის შემდგომი მდგომარეობაა, პრევენციის მიზნით სჯობს, საქმის კურსში ჩააყენოთ თქვენი მკურნალი ექიმი.
კუჭის პრობლემებთან დაკავშირებით კი, სასურველია კონსულტაცია გაიაროთ გასტროენტეროლოგთან, რათა დაზუსტდეს კუჭ-ნაწლავის პრობლემების ხასიათი.
კლინიკის აქციის ფარგლებში, შეგვიძლია შემოგთავაზოთ გასტროსკოპია  200 ლარის ნაცვლად 90 ლარად.
აქციის ფარგლებში ისარგებლებთ ქირურგისა და გასტროენტეროლოგის კონსულტაციით.
აქცია ძალაშია ყოველ პარასკევსა და შაბათს.
რათა ისარგებლოთ აღნიშნული აქციით, გთხოვთ, წინასწარ ჩაეწეროთ ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა