გლუკოზის ნორმა სისხლში ბავშვთა ასაკში - ბავშვთა ასაკის დაავადებები

კითხვა: გამარჯობა! მაინტერესებს 8 წლის ბავშვის გლუკოზის ნორმა სისხლში რამდენია უზმოზე? 5,19 არის შედეგი.გმადლობთ.
პასუხი:

მოგესალმებით,
უზმოდ სისხლში შაქრის შემცველობის ნორმა ასეთია:
ახალშობილებში - 2,22—3,33 მმოლ/ლ (61მგ/%-მდე);
14 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის გლუკოზის ნორმა 3,33-5,55 მმოლი/ლ-ია (59,94-99.9 მგ%);
მოზრდილებისთვის - 3,89-5,83 მმოლი/ლ (70,02-104,94 მგ%).
თუმცა, ამ მაჩვენებელთა ნორმები, ან ზომის ერთეულები, ამა თუ იმ კლინიკაში არსებული აპარატურის სპეციფიურობიდან გამომდინარე, შესაძლებელია იყოს განსხვავებული.
მიმართეთ ბავშვთა ასაკობრივ კლინიკას, რადგან „ქირურგიის ეროვნული ცენტრი“ ემსახურება 15 წლის და მეტი ასაკის მქონე პაციენტებს.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა