მოგესალმებით,
მიმოწერის რეჟიმში დიაგნოსტირება შეუძლებელია. თუმცა, სავარაუდოდ, თმის ცვენის გამომწვევია ბუდობრივი ალოპეცია.
დაავადების ეტიოლოგია და ზუსტი პათოგენეზი ცნობილი არ არის, თუმცა დიდ როლს ასრულებს T-ლიმფოციტების აქტივაცია და სხვადასხვა აუტოიმუნური პროცესები, ასევე მნიშვნელოვანია შემდეგი ფაქტორები:
- ემოციური სტრესი;
- მწვავე და ქრონიკული ინფექციები;
- გენეტიკური ფაქტორი;
- ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები;
- ჭიებით ინვაზია;
- თავის თმიანი ნაწილის სოკოვანი დაავადება;
- სხვადასხვა მედიკამენტი.
ალოპეცია უმეტეს შემთხვევაში განკურნებადია, ზოგჯერ აქვს ქრონიკული ხასიათი, თმის პერიოდული დაცვენისა და ამოსვლის ეპიზოდებით.
ალოპეციის დიაგნოსტირება ემყარება ანამნეზს, კლინიკურ სურათს, კვლევის სხვადასხვა მეთოდის (ტრიქოგრამის, სისხლის ბიოქიმიური ანალიზის, ჰორმონული გამოკვლევის და ა.შ.) მონაცემებს, კანის პათომორფოლოგიას, ენდოკრინოლოგის კონსულტაციას.
გირჩევთ, მიმართოთ ბავშვთა ასაკობრივ კლინიკაში ენდოკრინოლოგსა და დერმატოლოგს, რადგან „ქირურგიის ეროვნული ცენტრი“ ემსახურება 15 წლის და მეტი ასაკის პაციენტებს. ამიტომ, ჩვენ ვერ დაგეხმარებით.
- ანალოგიურ შეკითხვაზე პასუხი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://kirurgia.ge/shekitxva-eqims/bavshvta-asakis-daavadebebi/25
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას!