სიელმე ბავშვებში - ბავშვთა ასაკის დაავადებები

კითხვა: გამარჯობა! ბავშვს აქვს ფარული გარე სიელმე, პრობლემა ზარმაცი კუნთია, როგორც ექიმი ამბობს. ექიმმა დაუნიშნა კუნთის გასააქტიურებლად მიდოპტიკის წვეთები, თითო წვეთი ძილის წინ, ორივე თვალში. ერთი კვირაა რაც ვაწვეთებ და აქამდე თუ იშვიათად ეტყობოდა სიელმე, ახლა ხშირად აღენიშნება. პატივისცემით გთხოვთ დამისაბუთოთ რამდენად უსაფრთხო იყო ამ წვეთების დანიშვნა და პრობლემაზე ორიენტირებული იყო თუ არა.
პასუხი:

მოგესალმებით,
თქვენს მიერ აღნიშნული ოფთალმოლოგიური წვეთები „მიდოპტიკი“ ზოგადად გამოიყენება პროფილაქტიკისათვის და არა სამკურნალოდ.
გარე სიელმე იკურნება მხოლოდ ქირურგიული ჩარევით, არასამედიცინო ენით რომ აგიხსნათ ე.წ „კუნთის მოჭიმვით“.
სავარაუდოდ ბავშვი პატარაა, ოპერაცია კეთდება 10-11 წლის ასაკში, როდესაც ბავშვი შედარებით შეგნებულია, აღარაა მოუსვენარი, რაც ხელს უწყობს სიელმის შემდგომ რეაბილიტაციას.
ოპერაციიდან 1 თვის განმავლობაში, არაა სასურველი ბავშვმა ირბინოს ან დაიტვირთოს.
სჯობს თქვენს მკურნალ ექიმს სთხოვოთ გაგარკვიოთ მკურნალობის მიმდინარეობასა და სამომავლო გეგმებში.
ჩვენი კლინიკა ემსახურება 15 წლის და მეტი ასაკის მქონე პაციენტებს, ამიტომ სამწუხაროდ ამ ეტაპზე ვერ დაგეხმარებით.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა