კითხვა: გამარჯობა მაინტერესებს ბიმაქსის რა დოზა უნდა მიიღოს 10 წლის ბავშვმა და რამდენ დღიანი კურსით ბავშვი არის გაციებულუ და აგენიშნებოდა ხველა და სიცხე
პასუხი:
მოგესალმებით,
თქვენთვის განკუთვნილ პასუხში მიიღებთ შემდეგ ინფორმაციას:
- რა დროს გამოიყენება ბიმაქსი;
- მიღების დოზა;
- სუსპენზიის მომზადების წესი.
სავარაუდოდ საუბარი გაქვთ ბიმაქსის სუსპენზიაზე, რომელიც გამოიყენება რესპირატორული ინფექციების სამკურნალოდ.
12 წლამდე ბავშვებისთვის ბიმაქსი მიიღება შემდეგი დოზით - 15 მლ/დღეში.
მედიკამენტი მიიღება პერორალურად (პირის ღრუს საშუალებით) სუსპენზიის მოსამზადებლად კი ფხვნილის გახსნის წესები ასეთია:
- ბოთლი რამდენჯერმე უნდა შეინჯღრეს ფხვნილის გასაშლელად;
- ბოთლი ნახევრად უნდა შეივსოს ანადუღარი და გაგრილებული წყლით და შემდეგ ძლიერად შეინჯრღეს;
- დაახლოებით 5 წუთის შემდეგ მიიღება ერთგვაროვანი მასა;
- ბოთლი მასზე არსებულ ნიშნამდე წყლით უნდა შეივსოს (50 მლ) და ხელახლა კარგად შეინჯღრეს.
გაითვალისწინეთ, რომ ბიმაქსი გაიცემა მხოლოდ აფთიაქიდან რეცეპტის საფუძველზე, წინააღმდეგ შემთხვევაში არის კანონდარღვევა და დასჯადია.
სხვა დეტალური ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ ბავშვთა ასაკობრივ კლინიკას, რადგან „ქირგურგიის ეროვნული ცენტრი“ ემსახურება 15 წლის და მეტი ასაკის მქონე პაციენტებს.
- ანალოგიურ შეკითხვაზე პასუხი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://kirurgia.ge/shekitxva-eqims/bavshvta-asakis-daavadebebi/25
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!