პიგმენტური ნევუსი - ბავშვთა ასაკის დაავადებები

კითხვა: მოგესალმებით, ჩემს შვილს ფეხის კოჭთან აქვს თანდაყოლილი პიგმენტური ნევუსი, გვითხრეს რომ სულ რაღაც 2% ია შანსი რომ რაიმეში გადაიზარდოს რეკომენდაცია მოგვცეს რომ მოვაცილოთ, მაგრამ,ბევრი გვეუბნება რომ არ შეიძლება შეხება შეიძლება გაურთულდეს. ბავშვი არის 5 წლის. მაინტერესებს საჭიროა თუ არა მოცილება და რამდენადაა შანსი იმისი რომ თუ არ გავუკეთებთ რაიმეში გადაიზარდოს??? მადლობა
პასუხი:

მოგესალმებით,
ხალი - ეს არის კანზე არსებული პიგმენტური ლაქა, რომელიც ადამიანს დედის მუცლიდან დაჰყვება ან სიცოცხლის განმავლობაში უჩნდება. მედიცინაში ყოველგვარ ხალს, განურჩევლად ტიპისა, ეწოდება ნევუსი.
ნევუსის ყველაზე გავრცელებული ტიპია პიგმენტური ხალები. ეს ხალები ბრტყელია ან ოდნავ წამოწეული კანის ზედაპირიდან, მომრგვალო ფორმისა, ყავისფერი. შეფერილობა დამოკიდებულია მელანოციტების რაოდენობასა და მათი მდებარეობის სიღრმეზე. შეხებისას უმტკივნეულოა და არაფრით განსხვავდება დანარჩენი კანისგან.
თუ ერთი წლის განმავლობაში ხალის ზომამ 1-2მმ-ით მოიმატა და განაგრძობს ზრდას, ნევუსის გარშემო ნახეთქებია, ქავილი, სისხლდენა, სიწითლე, ამ შემთხვევაში ის აუცილებლად აჩვენოთ სპეცილისტს, რათა დროულად გამოირიცხოს მელანომის წარმოშობა.
სასურველია მიმართოთ ბავშვთა ასაკობრივ კლინიკას, რადგან "ქირურგიის ეროვნული ცენტრი" ემსახურება 15 წლის და მეტი ასაკის მქონე პაციენტებს, ამიტომ ამ ეტაპზე ვერ დაგეხმარებით.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა