კითხვა: ჩემი შვილი 12 წლისაა. მრტ გადაღებისას აღმოაჩნდა გლიოზური უბანი 4 მმ აქვს მძიმე ფსიქიკური აშლილობა 4 წელია ვმკურნალობ მედიკამენტებით და შედეგი არანაირი არაა. შესაძლებელია თუ არა გლიოზი იყოს აშლილობის მიზეზი? არაერთი ფსიქიატრი გვყავდა და უარესადაა ბავშვი
პასუხი:
მოგესალმებით,
როგორც უკვე სავარაუდოდ გაეცანით ჩვენს ერთ–ერთ პასუხს, გლიოზი თავის ტვინში მიმდინარე პროცესია, რომლის დროსაც დაზიანებული ნერვული ქსოვილის და მისი უჯრედების - ნეირონების ჩანაცვლება სხვა სტრუქტურით ხდება.
აუცილებელია დადგინდეს, რა არის ტვინის ქსოვილის დესტრუქციის გამომწვევი მიზეზი , მათ შორის შეიძლება იყოს: გაფანტული სკლეროზი, ენცეფალიტი, ეპილეფსია, ჟანგბადოვანი შიმშილი, ტრავმა და ა.შ.
მიმართეთ ბავშვთა ასაკობრივ კლინიკას, რადგან " ქირურგიის ეროვნული ცენტრი", ემსახურება 15 წლის და მეტი ასაკის მქონე პაციენტებს.
სამწუხაროდ, ამ ეტაპზე ვერ დაგეხმარებით.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !