მოგესალმებით!
სისხლძარღვთა სისტემა ჩაკეტილი, კარგად ორგანიზებული სისტემაა, რომლის სიჯანსაღესა და გამართულ მუშაობაზეც მნიშვნელოვანწილადაა დამოკიდებული ჩვენი ჯანმრთელობა და სიცოცხლე. სწორედ მათი საშუალებით მიედინება ჩვენს ორგანიზმში ჯადოსნური სითხე – სისხლი. როდესაც ირღვევა სისხლის მიწოდება კონკრეტულ უბანზე თავს იჩენს სხვადასხვა პრობლემები სხვადასხვა ფორმით .თქვენი შვილი სავარაუდოდ ანგიოლოგიური პათოლოგიის მქონე რისკ ჯგუფს მიეკუთვნება, რაც ნამდვილად საყურადღებოა, შესაძლოა არა საგანგაშო, მაგრამ ნუ დატოვებთ უგულისყუროდ. სასურველია, მიმართოთ ბავშვთა ანგიოლოგს, რათა შეაფასოს მდგომარეობა და გაგცეთ კორექტული პასუხი სრული ანამნეზის შეკრების საფუძველზე. დაინტერესების შემთხვევაში მომართეთ კლინიკას. თუ გსურთ ჩაეწეროთ წინასწარ ვიზიტზე დაგვიკავშირდით ცხელ ხაზზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!