მოგესალმებით!
ორგანიზმში მიმდინარე სასიცოცხლო პროცესებში უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებენ მიკრობები. ისინი მონაწილეობენ ნახშირწყლოვან, ცილოვან თუ ცხიმოვან ცვლაში, ვიტამინების სინთეზში, იმუნურ რეაქციებში. ორგანიზმში მიკრობების რაოდენობა თვით უჯრედების რაოდენობასაც კი რამდენჯერმე აღემატება.
ფლორის 95-99%-ს ლაქტობაქტერიები და ბიფიდობაქტერიები შეადგენენ. ისინი ხელს უშლიან ნაწლავის ლორწოვან გარსზე პათოლოგიური მიკროორგანიზმებისა და უმარტივესების მიმაგრებას და ტოქსინების ზემოქმედებისგან იცავენ მას.
ნაწლავური ფლორის წონასწორობის დარღვევის მიზეზი ბევრია, მაგალითად:
- სტრესი;
- გაციება;
- ვირუსული ინფექცია;
- ანტიბიოტიკების ხშირი მიღება;
- კვების ხასიათი;
- ჰიგიენური რეჟიმის დარღვევა.
მკურნალობის ტაქტიკის შესარჩევად ნაწლავთა აშლილობის მიზეზი უნდა დავადგინოთ. ეს შესაძლოა მიკროფლორის დარღვევაც იყოს და რომელიმე დაავადებაც.
დიფერენცირებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს კოპროლოგიურ (განავლის მიკროსკოპულ) გამოკვლევას. თუ განავლოვან მასაში ლეიკოციტები აღმოჩნდა, ეს ბაქტერიული ბუნების ნაწლავთა აშლილობაზე მიუთითებს, თუ განავალში მხოლოდ ნეიტრალური ცხიმები და ცხიმოვანი მჟავებია მომატებული, ეს დისბიოზის მანიშნებელია. ამ შემთხვევაში პრობიოტიკებითა და ფერმენტებით შემოვიფარგლებით, თუმცა პრეპარატების დანიშვნა დისტანციურად არაკორექტულია, ლაბორატორიული ანალიზების პასუხის გარეშე კი შეუძლებელი.
შემდგომი გართულებების თავიდან ასაცილებლად, აუცილებელია მიმართოთ გასტროენტეროლოგს.
შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში აღნიშნულ ექიმ-სპეციალისტთან, რომელიც საჭირო კვლევების შემდეგ დაგინიშნავთ ინდივიდუალურ მკურნალობას.
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით ნომერზე: 577 119 119 ან 2 02 25 25.
თუ თქვენი შვილი არასრულწლოვანია, მიმართეთ ბავშვთა ასაკობრივ კლინიკას.
"ქირურგიის ეროვნული ცენტრი" ემსახურება 15 წლის და მეტი ასაკის პაციენტებს.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას!