სისხლიანი ნერწყვი, ბრუქსიზმი - ბავშვთა ასაკის დაავადებები

კითხვა: გამარჯობა, ჩემს გოგონას შევამჩნიე ღამე სისხლიანი ნერწყვი ძილში, იცის კბილების კრაჭუნიც რისი ბრალი შეილება იყოს გთხოვთ მიპასუხოთ
პასუხი:

მოგესალმებით,
ზოგადად, ნერწყვში სისხლის არსებობას შესაძლოა იწვევდეს, კუჭისა და საყლაპავის ალერგიული დაზიანებები.
ზოგიერთ შემთხვევაში, სისხლიანი ნერწყვის გამომწვევი თიაქარიცაა, ასევე შესაძლოა იწვევდეს სანერწყვე ჯირკვლის პათოლოგიები.
თუმცა, როგორც მოგვითხრობთ პატარას აწუხებს ბრუქსიზმი ( კბილების კრაჭუნი ), იგი დაავადება არ არის, არც დაავადების ნიშანი, მაგრამ სისტემატური ზეწოლა კბილებზე თანკბილვის დარღვევის რისკს ზრდის. შეიძლება, დაზიანდეს კბილის ემალი, რაც შემდგომში კარიესის გაჩენას შეუწყობს ხელს.
შესაძლოა გამომწვევ მიზეზად ესეც მივიჩნიოთ.
ბავშვთა სტომატოლოგს შეუძლია დაგიმზადოთ სპეციალური დამცავი გარსი, რომელსაც ძილის წინ კბილებზე მოარგებთ და ამით კბილებს ტრავმისგან დაიცავთ, თუმცა სასურველია, პრევენციის მიზნით ჩაიტაროთ ანალიზი განავალზე, რათა გამოირიცხოს (ჭიები) ჰელმინთოზი .
მიმართეთ ბავშვთა ასაკობრივ კლინიკას, "ქირურგიის ეროვნული ცენტრი" ემსახურება 15 წლის და მეტი ასაკის პაციენტებს, ამიტომ ამ ეტაპზე ვერ დაგეხმარებით.
გმადლობთ, რომ დაინტერესდით ჩვენი კლინიკით, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა