მოგესალმებით,
თქვენთვის განკუთვნილ პასუხში იხილავთ შემდეგ ინფორმაციას:
- რა არის მიტრალური სარქვლის პროლაფსი;
- რას იწვევს მიტრალური სარქვლის პროლაფსს;
- მიტრალური სარქვლის პროლაფსის სიმპტომები;
- მკურნალობა.
ორკარიანი სარქვლის წინა კარედის პროლაფსი იგივეა რაც მიტრალური სარქვლის პროლაფსი.
იგი ვითარდება, როდესაც გულის მარცხენა პარკუჭსა და წინაგულს შორის მდებარე სარქველი ბოლომდე არ იხურება.
ეს შესაძლოა არ იწვევდეს კლინიკურ პრობლემას, თუ სისხლის მხოლოდ მცირე რაოდენობა ადის წინაგულში. მიტრალური რეგურგიტაციის მძიმე შემთხვევები იწვევს ისეთ ჩივილებს როგორიცაა:
- სუნთქვის უკმარისობა;
- დაღლილობა;
- თავბრუსხვევა.
მიტრალური სარქვლის პროლაფსის სიმპტომები განსხვავდება პაციენტებში. სიმპტომები ხშირად მსუბუქია და თანდათანობით ვითარდება. მაგალითად:
- სწრაფი, არარეგულარული გულისცემა – არითმია;
- სუნთქვის გაძნელება – უკმარისობა;
- ინფექციური ენდოკარდიტი.
ბავშვთა ასაკში, მკურნალობა დამოკიდებულია მიტრალური სარქვლის პროლაფსის სტრუქტურული დარღვევების მიზეზებსა და სისხლის ნაკადის გავლენის ხარისხზე.
გირჩევთ, მიმართოთ მკურნალ ექიმს ან ბავშვთა ასაკობრივ კლინიკაში კარდიოლოგს.
„ქირურგიის ეროვნული ცენტრი“ ემსახურება 15 წლის და მეტი ასაკის მქონე პაციენტებს. ამიტომ, ჩვენ ვერ დაგეხმარებით.
- ანალოგიურ შეკითხვაზე პასუხი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://kirurgia.ge/shekitxva-eqims/bavshvta-asakis-daavadebebi/25
გმადლობთ, რომ გვენდობოთ, გისურვებთ ჯანმრთელობას!