პერივენტრიკულური ჰიპოქსია - ბავშვთა ასაკის დაავადებები

კითხვა: გამარჯობათ.ჩემს ერთი თვის შვილს თავში აღმოაჩნდა კისტა..პერივენტიკულური ჰიპოქსია შეგიძლიათ განმიმარტოთ რას ნიშნავს და საშიში თუ არა?
პასუხი:

მოგესალმებით,

ზოგადად, ასეთ დროს  ტარდება ტვინის სისხლის მიმოქცევის, მეტაბოლური დარღვევების, ქალასშიდა და არტერიული წნევის მარეგულირებელი ღონისძიებები.

ძალიან მცირე ზომის ცისტები კლინიკურად არაფერს არ იწვევენ, არ იზრდებიან ზომაში მთელი სიცოცხლის მანძილზე და  არ საჭიროებენ მკურნალობას.

აუცილებელია, ბავშვის ზოგადი მდგომარეობა შეამოწმოს ბავშვთა ნევროლოგმა, რათა მოგცეთ ზუსტი რეკომენდაცია და გაგცეთ ამომწურავი პასუხი.

მიმართეთ ბავშვთა ასაკობრივ კლინიკას, რადგან „ქირურგიის ეროვნული ცენტრი“ ემსახურება 15 წლის და მეტი ასაკის მქონე პაციენტებს, ამიტომ ამ ეტაპზე ვერ დაგეხმარებით.

გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას !

 

გამოაგზავნეთ შეკითხვა