მოგესალმებით,
შევეცდებით მოგაწოდოთ ზოგადი ინფორმაცია. ბავშვების 50%, რომელიც დადის ფეხის თითებზე 5 წლის ასაკისთვის იწყებს ჩვეულებრივ სიარულს. მეორე 50%-ის უმეტეს შემთხვევაში კი მიზეზი შესაძლოა იყოს მხოლოდ ჩვევა და არა – ნევროლოგიური ან ნეიროფსიქიური პრობლემა, ასეთ შემთხვევას იდიოპათიურს უწოდებენ.
თითებზე სიარულის შემთხვევათა მცირე ნაწილში მიზეზი შესაძლოა იყოს:
- აქილევსის მყესის სიმოკლე, როცა დამოკლებული მყესი, რომელიც მიმაგრებულია ქუსლთან, არ აძლევს ტერფს იატაკზე სრულად დადგმის საშუალებას.
- ცერებრული დამბლა, რომელიც არის მოძრაობის, პოზისა და კუნთთა ტონუსის დარღვევით მიმდინარე მდგომარეობა, რომელიც გამოწვეულია განვითარებადი თავის ტვინის იმ ნაწილების დაზიანებით, რომელიც აკონტროლებს კუნთების მუშაობას.
- კუნთთა დისტროფია, რომელიც არის ისეთი გენეტიკური დარღვევა, რომლის დროსაც ზიანდება და სუსტდება კუნთების ბოჭკოები. ეს დიაგნოზი მხოლოდ იმ შემთხვევაშია საეჭვო, თუ ბავშვი სიარულის დაწყებისას ჩვეულებრივ დადიოდა და შემდეგ დაიწყო ფეხის თითებზე სიარული.
- აუტიზმი, რომლის ძირითად ნიშანსაც მოძრაობის დარღვევა არ წარმოადგენს, მაგრამ შესაძლოა ბავშვი დადიოდეს თითის წვერებზე.
- ზოგჯერ თითებზე სიარული არ არის ჩვევა, ის იდიოპათიურია და ამ კონკრეტული ოჯახის წევრებს ახასიათებთ.
ფეხის თითებზე სიარულისას ფეხისთვის უჩვეულო დატვირთვამ შეიძლება გამოიწვიოს ანატომიური ცვლილებებიც: კანჭის კუნთების ჰიპერტროფია, აქილევსის მყესის დამოკლება, რაც ხელს შეუშლის კუნთების ასწორ ფორმირებას .
უმჯობესია მიმართოთ, ბავშვთა ორთოპედს, რათა მან შეაფასოს ,არის თუ არა თანდაყოლილი ანატომიური ცვლილებები და დაგეგმოს ოპერაციული ჩარევა ,ხოლო თუ მის მიერ გამოირიცხება პათოლოგია ,მაშინ უკვე მდგომარეობის კონტროლი და მკურნალობა ,ნევროლოგის კომპეტენციაა .
მიმართეთ ბავშვთა ასაკობრივ კლინიკას, „ქირურგიის ეროვნული ცენტრი“ ემსახურება 15 წლის და მეტი ასაკის მქონე პაციენტებს, ამიტომ ამ ეტაპზე ვერ დაგეხმარებით.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას!