მენჯ-ბარძაყის სახსრის დისპლაზია - ბავშვთა ასაკის დაავადებები

კითხვა: გამარჯობა 6 თვისას დაუდგინა მენჯბარძაყის დისპლაზია ექიმმა დაგვინიშნა 15მასაჟი ეხლა ვართ მეცხრე თვეში მუხლს ვერ იმაგრებს წელს კარგად ვერ იმაგრებს რომ ვსვამ ქანაობს რამდენად საშიშია და როგორ მოვიქცე
პასუხი:

მოგესალმებით,
თქვენთვის განკუთვნილ პასუხში იხილავთ შემდეგ ინფორმაციას:

  • რა არის მენჯ-ბარძაყის სახსრის დისპლაზია;
  • დისპლაზიის გამომწვევი მიზეზები;
  • რას იწვევს მენჯ-ბარძაყის სახსრის დისპლაზია.

displazia

მენჯ-ბარძაყის სახსრის დისპლაზია პათოლოგიაა რომელიც გულისხმობს სახსრის კომპონენტების განუვითარებლობას, მათ უმწიფრობას ამოვარდნილობის გარეშე, რაც შემაერთებელი ქსოვილის განვითარების დარღვევისა და მისი სისუსტის შედეგია.
მენჯ-ბარძაყის სახსრის დისპლაზიის კონსერვატიული მკურნალობა კომპლექსურია.
ბარძაყის ძვლის თავის ამოვარდნილობა დისპლაზიის ერთ-ერთი კლინიკური გამოვლინებაა. გენეტიკური ფაქტორები კი აქ მთავარ როლს ასრულებს.
დისპლაზიის გამომწვევი მიზეზები ხშირ შემთხვევაში არის:

  • არაბალანსირებული კვება ორსულობის დროს;
  • ორსულობის დროს გადატანილი ინფექციური დაავადებები;
  • გვიანი ორსულობა;
  • გესტოზი (ტოქსიკოზი),
  • ჰორმონული დარღვევები;
  • მემკვიდრეობითი განწყობა.

მკურნალობის გარეშე თანდაყოლილი ამოვარდნილობის დროს არასწორი ბიომექანიკის (მოძრაობის) შედეგად სახსარში ვითარდება დისპლაზიური კოქსართროზი - მენჯ-ბარძაყის სახსრის მძიმე დაავადება, რომელსაც თან სდევს:

  • ტკივილი;
  • სიარულის დარღვევა;
  • სახსარში მოძრაობის შეზღუდვა.

მიჰყევით მკურნალი ექიმის რეკომენდაციას, ალტერნატიული აზრის მოსასმენად კი, მიმართეთ ბავშვთა ასაკობრივ კლინიკაში ორთოპედს.
„ქირურგიის ეროვნული ცენტრი“ ემსახურება 15 წლის და მეტი ასაკის მქონე პაციენტებს. ამიტომ, ჩვენ ვერ დაგეხმარებით.

გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა