ბუდობრივი ალოპეცია - ბავშვთა ასაკის დაავადებები

კითხვა: გამარჯობა. როდესაც თმები ცვენას იწყებს ბუდობრივად .რა უნდა გავაკეთოთ .ვის მივმართოთ.ან რისი ბრალი შეიძლება იყოს.
პასუხი:

მოგესალმებით,

მოგაწვდით ზოგად ინფორმაციას. ბუდობრივი ალოპეცია – ეს არის აუტოიმუნური ბუნების დაავადება, რომელიც მიეკუთვნება არანაწიბუროვან ალოპეციას.

დაავადების ეტიოლოგია და ზუსტი პათოგენეზი ცნობილი არ არის, თუმცა დიდ როლს ასრულებს T-ლიმფოციტების აქტივაცია და სხვადასხვა აუტოიმუნური  პროცესები, ასევე ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები, ჭიებით ინვაზია, ინფექციური დაავადებები (თავის თმიანი ნაწილის სოკოვანი დაავადება),  სხვადასხვა მედიკამენტი.

ალოპეცია უმეტეს შემთხვევაში განკურნებადია, ზოგჯერ აქვს ქრონიკული ხასიათი, თმის პერიოდული დაცვენისა და ამოსვლის ეპიზოდებით.

გირჩევთ,  მიმართოთ ბავშვთა ასაკობრივ კლინიკას, "ქირურგიის ეროვნული ცენტრი"  ემსახურება პაციენტებს 15 წლის ასაკიდან. 

გმადლობთ, რომ დაინტერესდით ჩვენი კლინიკით, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა