მოგესალმებით,
მთელი ტანის ან მისი ცალკეული ნაწილების კანკალს, როგორც მედიკოსები ვეძახით, ტრემორი ჰქვია.
მიზეზის გარეშე განვითარებული ტრემორი შესაძლოა მოძრაობის ყველაზე გავრცელებულ დარღვევას წარმოადგენდეს.
ასევე, შესაძლებელია მღელვარების ან ფარისებრი ჯირკვლის ჰიპერფუნქციით მიმდინარე დაავადებების შედეგი იყოს.
დასაზუსტებელია, ე.წ. კანკალთან ერთად, ხომ არ აწუხებს ბავშვს სახსრების ტკივილი სიარულის ან გადაღლის შემდეგ.
დიდი მნიშვნელობა აქვს მკურნალობის დროულ დაწყებას, ვინაიდან ვერ გამოვრიცხავთ თქვენს მიერ დასახელებულ ეპილეფსიის არსებობასაც.
გირჩევთ, ბავშვი დროულად მიიყვანოთ ნევროლოგთან, ხოლო თუ გამოირიცხება ნევროლოგიური დაავადებები, სასურველია კონსულტაცია გაიაროთ ენდოკრინოლოგთან.
„ქირურგიის ეროვნული ცენტრი“ ემსახურება 15 წლის და მეტი ასაკის მქონე პაციენტებს, ამიტომ ჩვენ ვერ დაგეხმარებით.
● ანალოგიურ შეკითხვაზე პასუხი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://kirurgia.ge/29/shekitkhva-eqims/25
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას !