მოგესალმებით!
ტონზილიტი - ეს არის ნუშურა ჯირკვლებზე პათოგენური მიკროორგანიზმების (ბაქტერიები, ვირუსები, სოკო) მოხვედრის გამო განვითარებული ანთებითი რეაქცია. შესაბამისად, შეიძლება იყოს ბაქტერიული, ვირუსული და ყველაზე ხშირი გამომწვევი სტრეპტოკოკია (80-90%), უფრო იშვიათად სტაფილოკოკი ან პნევმოკოკი. კიდევ უფრო იშვიათია სპიროქეტები (ამ დროს ვითარდება საკმაოდ მძიმედ მიმდინარე ანგინა).
სტაფილოკოკის ამოცანაა ადამიანის ორგანიზმში შეღწევა და გამრავლება, ხოლო იმუნური სისტემის ამოცანაა - გამოაძევოს ის. ამიტომაც ვითარდება ადგილობრივი რეაქცია გამომწვევზე - ანთება.
ოპერაციულ მკურნალობასთან დაკავშირებით, გირჩევთ მიმართოთ ბავშვთა ოტო–რინოლარინგოლოგს, ან შესაბამის ასაკობრივ კლინიკას.
„ქირურგიის ეროვნული ცენტრი“ ემსახურება 15 წლის და მეტი ასაკის პაციენტებს.
გმადლობთ, რომ დაინტერესდით ჩენი კლინიკით, გისურვებთ ჯანმრთელობას!
კითხვა: გამარჯობა.ჩემ პატარა 5წლის ბიჭს გაუკეთე ყელის ნაცხის ანალიზი და სტაფილოკოკი A.41.2 აღმოაჩნდა.ყელი დაჩირქებული აქვს მაინტერესებს რამდენად საშიშია? და კიდევ გლანდების ოპერაციის გაკეთება თუ შეიძლება ამ დროს.
პასუხი: