კითხვა: გამარჯობა ბავშვი მყავს 2წლის და 2თვის და ყიფლიბანდი ისევ ღია აქვს და რა შეიძლება მივაღებინო? კალციც დავალეინე მაგრამ არ უშველა......
პასუხი:

მოგესალმებით,
ზოგადად, ჩვილს აქვს ექვსი ყიფლიბანდი. ოთხი მათგანი იხურება ბავშვის სიცოცხლის პირველ დღეებში. მეხუთე - ბავშვის სიცოცხლის მეორე თვეს, ხოლო მეექვსე, ყველაზე დიდი (წინამდებარე) 3-დან 24 თვემდე და უფრო მეტ პერიოდში.
დიდი ყიფლიბანდის დახურვის ვადა, ისეთივე ინდივიდუალურია, როგორც ბავშვის განვითარების სხვა პარამეტრები (სიარულის დაწყება, კბილების ამოსვლა, პირველი სიტყვების წარმოთქმა).
შესაბამისად, თუ პატარას სხვა არაფერი აწუხებს, ყიფლიბანდის სამ თვემდე დახურვა, ან წლინახევრის შემდეგაც კი ღიად დარჩენა, არ არის შფოთვის საფუძველი.
ყიფლიბანდის დაგვიანებული დახურვა, შესაძლოა იყოს კალციუმისა და D3 ვიტამინის დეფიციტით გამოწვეული.
ეს ყველაფერი კი, მხოლოდ ყიფლიბანდის დახურვას კი არ აფერხებს, არამედ რაქიტსაც იწვევს.
ჩვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა, აუცილებელია გადაამოწმოთ პედიატრთან ან ბავშვთა ასაკობრივ კლინიკაში ნევროლოგთან.
„ქირურგიის ეროვნული ცენტრი“ ემსახურება 15 წლის და მეტი ასაკის მქონე პაციენტებს, ამიტომ ამ ეტაპზე ვერ დაგეხმარებით.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა