კონსულტაცია პედიატრთან - ბავშვთა ასაკის დაავადებები

კითხვა: გამარჯობა...5წლის ბავშვია დღეს თავს ცუდად გრძნობს, ამბობს მუცელი მტკივაო და ფეხსაც იტკიებს მარჯვენას, გაცივდა, ყელი ტკივა და მაინტერესებს ფეხს, რომ იტკიებს რამდენად საშიშია..
პასუხი:

მოგესალმებით,
მიმოწერის რეჟიმში რთულია დაზუსტებით გიპასუხოთ, მაგრამ მუცლისა და ფეხის ტკივილი ერთობლივად, შეიძლება აპენდიციტის ნიშნები იყოს.
აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს, რადგან აუცილებელია სპეციფიური გასინჯვა
და დიაგნოსტიკური ტესტები, მდგომარეობის შეფასება სხეულის ტემპერატურის გათვალისწინებით.
ამიტომ, უმჯობესია ბავშვი მიიყვანოთ პედიატრთან ან მიმართოთ ბავშვთა ასაკობრივ კლინიკას.
"ქირურგიის ეროვნული ცენტრი" ემსახურება 15 წლის და მეტი ასაკის მქონე პაციენტებს, ამიტომ სამწუხაროდ, ამ ეტაპზე ვერ დაგეხმარებით.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა