მძაფრი სუნი იღლიებში - ბავშვთა ასაკის დაავადებები

კითხვა: გამარჯობა. 9 წლის ბავშვს იღლიებში მძაფრი სუნი შევამჩნიე ეს ბოლო 3 კვირა... აქამდე ესეთი სუნი არ ქონდა ხოლმე. თუ დარბის ეს სუნი უფრო გამოხატულია. მოსვენებულ მდგომარეობაში სუნი ნაკლებია,მაგრამ მაინც უჩნდება. ეს რაიმე პათოლოგიის ნიშანია? რა იწვევს?? და რომელ ექიმს ეკუთვნის ??
პასუხი:

მოგესალმებით,
თუ მოზარდი გოგონაა, ამ ასაკში გასაკვირი არაფერია, რადგან იწყება მისი სქესობრივი მომწიფება და აქტიურდება მრავალი ჰორმონი.
ვაჟის შემთხვევაშიც ანალოგიურია, თუმცა მიზეზი ძირითადად აქსელერაციაა, რაც ბავშვთა და მოზარდთა სქესობრივი მომწიფებისა და სიმაღლის მომატების, აგრეთვე გონებრივი განვითარების აჩქარებას ნიშნავს.
მოგცემთ რამდენიმე რეკომენდაციას:

  • აუცილებელია ყოველდღიური შხაპი;
  • 1,5ლ სითხე (არამხოლოდ წყალი);
  • გამორიცხეთ – მწარე, ცხარე და სანელებლიანი კერძები.

პრევენციის მიზნით აუცილებლად მიმართეთ ბავშვთა ასაკობრივ კლინიკაში ენდოკრინოლოგს.
„ქირურგიის ეროვნული ცენტრი“ ემსახურება 15 წლის და მეტი ასაკის მქონე პაციენტებს, ამიტომ ჩვენ ვერ დაგეხმარებით.

გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა