ვიზიტი ენდოკრინოლოგთან - ბავშვთა ასაკის დაავადებები

კითხვა: გამარჯობა,ჩემი 14 წლის შვილს მუდმივად აქვს ოფლიანი ხელის და ფეხის გულები დაბადებიდან,რა სახის გამოკვლევები სჭირდება,შეიძლება რომ ფარისებრი ჯირკვლის დისფუნქცია იყოს? ამავდროულად ნერვიულია
პასუხი:

მოგესალმებით,
ოფლიანი კიდურების არსებობა შესაძლოა არ უკავშირდებოდეს რაიმე პათოლოგიას ,თუმცა ასევე შეიძლება ენდოკრინული სისტემის პათოლოგიაზე მეტყველებდეს.
საჭიროა სისხლის ლაბორატორიული კველევების ჩატარება. ერთ შემთხვევაში გამოსაკვლევია სისხლში რკინის შემცველობა, ხოლო მეორე შემთხვევაში ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები – TSH და FT4.
მნიშვნელობა აქვს კვებასაც, უნდა მიირთვას მეტი ხილი და ბოსტნეული, წიწიბურა (მდიდარია რუტინით, კედლებსა და კაპილარებს ამაგრებს), რუხი პური (შეიცავს ბევრ თუთიას, ასევე აუცილებელია სისხლძარღვებისთვის). სასარგებლოა ციტრუსები, ვაშლი, გარგარი.
მიმართეთ ბავშვთა ასაკობრივ კლინიკაში ენდოკრინოლოგს, რადგან "ქირურგიის ეროვნული ცენტრი" ემსახურება 15 წლის და მეტი ასაკის პაციენტებს.
გმადლობთ, რომ დაინტერესდით ჩვენი კლინიკით, გისურვებთ ჯანმრთელობას ! 

გამოაგზავნეთ შეკითხვა