კითხვა: ჩემ გოგოს აქვს ბავშვობიდან ეგრეთ წოდებული ფერიმჭამელები ეხლა არის 8 წლის და სახეზე გაუჩნდა ნაჩხვრეტები
პასუხი:

მოგესალმებით,
თქვენ საუბარი გაქვთ აკნეზე, რომელიც გულისხმობს როგორც თავად დაავადებას, ისე მის ცალკეულ ელემენტს – ფერიმჭამელას, მუწუკს, პაპულას, პუსტულას.
პაციენტების უმრავლესობას აწუხებს გამონაყარი სახეზე ,რომლის გამომწვევი მიზეზი შეიძლება ბევრი იყოს,ესენია :

  • არარეგულარული და არასაკმარისი ძილი;
  • სისხლის ცუდი ცირკულაცია;
  • ჰორმონული დისბალანსი;
  • ალერგია;
  • კუჭ–ნაწლვის ტრაქტის პათოლოგიები.

ძნელია დისტანციურად დავსვათ სწორი დიაგნოზი, რის გარეშეც ინდივიდუალური მკურნალობის მეთოდის შერჩევაში ვერ დაგეხმარებით .
ასევე, აკნეს თვითმკურნალობა არ არის მიზანშეწონილი. მკურნალობის დაწყებამდე აუცილებელია დაავადების ჭეშმარიტი მიზეზის დადგენა, სწორი და ადექვატური მკურნალობის მისაღებად კი, უნდა მიმართოთ დერმატოლოგს ბავშვთა ასაკობრივ კლინიკაში, რადგან, „ქირურგიის ეროვნული ცენტრი“ ემსახურება 15 წლის და მეტი ასაკის მქონე პაციენტებს.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა