კითხვა: გამარჯობათ,ჩემს 1,7წლის ბიჭს აქვს ლიმფური კვანძები.ყურს უკან.დაიბადა ნაადრევად,სიყვითლით და უჟანგბადობით,ვმკურნალობდით სანოვიტით,ესლოტინით,კრილომაქსით,კალციუმის რამდენიმე სახეობით,მაგრამ შედეგი --0!რავქნა ვეგღარ ვხვდები.ძინავს მშვიდად და დიდხანს,გვქონდა წონის პრობლემა მაგრამ ეხლა ლ ვიავა დაგვინიშნეს და კვებაც დაიწყო.ვის მივმართო ან რაშეიძლება იყოს იქნებ მირჩიოთ,ან როგორი ჯგუფის მედიკამენტთ უნდა უმკურნალონ,მედიკამენტის სახელი არმინდა,უბრალოდ ჯგუფი მაინტერესებს,მაგ,ვიტამინებით ან ფაგები და ა.შ.უკვე დარდით ღამეები აღარ მძინავს,..,საშიშია თუარა და რაზე შეიძლება იმოქმედოს?გმადლობთ..
პასუხი:

მოგესალმებით!
ლიმფური კვანძები გვხვდება კისრის, იღლიის, საზარდულის მიდამოებში. ჩვეულებრივ ლიმფური კვანძი პატარა ზომისაა, ხელით გასინჯვა ან დანახვა პატარა ბავშვის კანის ქვეშ მხოლოდ მაშინაა შესაძლებელი, თუ ლიმფური კვანძი გადიდდა ან შეშუპდა. გადიდებული ლიმფურ კვანძს სამედიცინო ტერმინოლოგიით ლიმფადენიტი ან ლიმფადენოპათია ეწოდება. ბავშვებში გადიდებული კისრის ლიმფური კვანძის მკურნალობა დამოკიდებულია ძირითად მიზეზზე და თანაარსებულ სიმპტომებზე. უმრავლეს შემთხვევაში გადიდებული ლიმფური კვანძი სპეციფიკურ მკურნალობას არ საჭიროებს, რადგან უხშირესი მიზეზი არის ვირუსული ინფექცია. თუ კისრის ლიმფური კვანძის ჰიპერპლაზიის მიზეზია ბაქტერიული ინფექცია, ამ შემთხვევაში საჭიროა ანტიბიოტიკოთერაპია. ანტიბიოტიკის მიღება ხდება სახლის პირობებში, მაგრამ ზოგჯერ თანაარსებული დაავადების მწვავე მიმდინარეობისას საჭიროა ბავშვის ჰოსპიტალიზება და ინტრავენური ანტიბიოტიკოთერაპია (ანტიბიოტიკის შეყვანა ხდება ვენაში).
თუ ლიმფურ კვანძში აღინიშნება ჩირქის არსებობა ანტიბიოტიკოთერაპიასთან ერთად აუცილებელია ჩირქის დრენირება.
გირჩევთ, მიმართოთ ბავშვთა ასაკობრივ კლინიკას. „ქირურგიის ეროვნული ცენტრი“ ემსახურება 15 წლის და მეტი ასაკის პაციენტებს.
გმადლობთ, რომ დაინტერესდით ჩვენი კლინიკით, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა