კითხვა: გამარჯობა თუ შეიძლება 2 წლის ბავსშვს ჩავაწვეთო ფლოკსამედი. გამონადენი აქვს თვალზე
პასუხი:
მოგესალმებით,
ფლოქსიმედის წვეთები გამოიყენება თვალისა და მისი დანამატების სხვადასხვა ინფექციური დაავადებების სამკურნალოდ, ისეთების როგორიცაა მწვავე და ქვემწვავე კონიუნქტივიტები.
იქიდან გამომდინარე, რომ არ არის დადგენილი ფლოქსიმედის ბავშვებში გამოყენების უსაფრთხოება და ეფექტურობა, გირჩევთ, მიმართოთ ბავშვთა ასაკობრივ კლინიკაში ოფთალმოლოგს.
„ქირურგიის ეროვნული ცენტრი“ ემსახურება 15 წლის და მეტი ასაკის მქონე პაციენტებს. ამიტომ, ჩვენ ვერ დაგეხმარებით.
- ანალოგიურ შეკითხვაზე პასუხი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://kirurgia.ge/shekitxva-eqims/bavshvta-asakis-daavadebebi/25
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას!