მოგესალმებით,
დისტანციურად ვერ განვსაზღვრავთ, თუ რა არის ჩივილის ზუსტი გამომწვევი მიზეზი, შესაძლოა ეს იყოს:
- ტენდინიტი (ძვლისა და კუნთის დამაკავშირებელი მყესის ანთება);
- ართრიტი (სახსრების ანთება);
- მიოზიტი ( კუნთების ქსოვილების ანთებითი პროცესი);
- ჰემართროზი (სისხლჩაქცევა სახსარში ან სახსარსშიგა ღრუში).
ასევე, შესაძლებელია ჩივილის გამომწვევი იყოს იუვენილური რევმატოიდული ართრიტი, რომელიც სახსრების ანთებითი დაავადებაა. იგი 16 წლამდე ასაკის ბავშვებში გვხვდება. და განსხვავდება მოზრდილთა რევმატოიდული ართრიტისგან, ამიტომ ცალკე ნოზოლოგიად განიხილავენ.
საჭიროა, გამოკვლეული იქნეს ბავშვის ტერფი, ვინაიდან თქვენს მიერ დასახელებული სიმპტომები ბრტყელტერფიანობასაც ახასიათებს, აქედან გამომდინარე გირჩევთ, მისი გამორიცხვით დაიწყოთ.
ასევე ჩასატარებელია ტესტები რევმატიზმის გამოსარიცხად, რაკი ახსენებთ ნუშურა ჯირკვლებს (გლანდები). მართალია, ქირურგმა ოპერაციაზე უარი გითხრათ, მაინც უნდა ვივარაუდოთ, რომ შესაძლოა ნუშურა ჯირკვლების პათოლოგიამ (სტრეპტოკოკული ინფექცია ) გამოიწვია სახსრების დაზიანება.
შესაბამისად, გოგონა საჭიროებს როგორც რევმატოლოგის ისე ტრავმატოლოგის კონსულტაციასა და კვლევების ჩატარებას.
მიმართეთ ბავშვთა ასაკობრივ კლინიკას, რადგან ამ ეტაპზე ჩვენ ვერ დაგეხმარებით.
- ანალოგიურ შეკითხვაზე პასუხი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://kirurgia.ge/shekitxva-eqims/bavshvta-asakis-daavadebebi/25
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!