კითხვა: გამარჯობა,შეკითხვა მაქვს ჰემატოლოგთან,ჩემი შვილი 1.1 წლისაა,ბოლოს თრომბოციტები ქონდა 600, ლაბორატორიის ექიმმა მითხრა რომ პატარებში ხშირადაა მომატებული და 600 საგანგაშო არაა,700 დან არისო საყურადღებო და 1000 დან საჭიროებს ჰემატოლოგის კონსულტაციას და თქვენ რას მეტყოდით? წინასწარ მადლობა
პასუხი:
მოგესალმებით,
მსგავსად სხვა უჯრედებისა, თრომბოციტების რიცხვმა შესაძლოა მოიმატოს (თრომბოციტოზი) და დაიკლოს (თრომბოციტოპენია).
თრომბოციტოზი შესაძლოა დაკავშირებული იყოს მძიმე ანთებასთან ან ძვლის ტვინში აღნიშნული უჯრედების ჭარბ პროდუქციასთან სისხლის სიმსივნური დაავადებების გამო.
ბავშვებში თრომბოციტოზის მიზეზი შეიძლება იყოს:
- მძიმე დაზიანებები (ტრავმები, მოტეხილობები);
- რკინის ნაკლებობა;
- ანთებითი პროცესები;
- ინფექციური დაავადებები;
- სოკოვანი ინფექციები და ა.შ.
თქვენს შემთხვევაში დასადგენია, რამ გამოიწვია თრომბოციტების მატება. ამისთვის კი, აუცილებელია მიმართოთ მკურნალ ექიმს.
პრევენციის მიზნით კი, აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია ბავშვთა ასაკობრივ კლინიკაში – ჰემატოლოგთან.
„ქირურგიის ეროვნული ცენტრი“ ემსახურება 15 წლის და მეტი ასაკის მქონე პაციენტებს. ამიტომ, ჩვენს ვერ დაგეხმარებით.
ქირურგიის ეროვნული ცენტრის სახელით გისურვებთ ჯანმრთელობას !