მოგესალმებით,
თქვენთვის განკუთვნილ პასუხში გაეცნობით შემდეგ ინფორმაციას:
- მუცლის ტკივილის სიმპტომები;
- მუცლის ტკივილი ბავშვებში;
- რომელი დაავადებები იწვევენ მუცლის ტკივილს;
- მუცლის ტკივილთან დაკავშირებული სიმპტომები;
- რა არის ენტერობიოზი;
- რა არის ჰელმინთოზი;
- ნაწლავის კოლიკა;
- კოლიკის გამომწვევი მიზეზი;
- დიაგნოსტიკური ტესტები.
მუცლის ტკივილი, მითუმეტეს ბავშვთა ასაკში, ძალზე გავრცელებული სიმპტომია, ამიტომ ხშირად ექიმი გამოკვლევათა მთელ წყებას ატარებს ამ სიმპტომის თანხლებით მიმდინარე სხვა დაავადებების გამოსარიცხად. მაგალითად, საჭიროა მწვავე აპენდიციტის დიფერენცირება ენტერობიოზისაგან, კოლიკისგან და ა.შ.
ტკივილის ლოკალიზაციის აღწერა მიზეზის დადგენას საკმაოდ აადვილებს, თუმცა ზოგჯერ ტკივილი უჩვეულო გავრცელებისაა.
მიუხედავად ამისა, მუცლის ტკივილის მიზეზების სწორი დიაგნოსტირება ყოველთვის მოითხოვს ზუსტი ადგილმდებარეობის შეფასებას.
შევეცდებით, ჩამოგითვალოთ ის ზოგადი დაავადებები, რომლებსაც შეუძლიათ, გამოიწვიონ მუცლის ტკივილი:
- აპენდიციტი;
- დივერტიკულიტი;
- კოლიტი;
- ნაწლავის ობსტრუქცია;
- კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ბლოკირება;
- ღვიძლის შეშუპება;
- სისხლის მიწოდების შეფერხება.
მუცლის ტკივილი კიდევ ბევრ დარღვევასთან შეიძლება იყოს დაკავშირებული. ხშირ შემთხვევაში, ამის ხილული მიზეზი არ არსებობს.
ტკივილის მიზეზის დასადგენად კი, მნიშვნელოვანია ტკივილის ზუსტი ადგილმდებარეობის, მისი ტიპის და ხანგრძლივობის განსაზღვრა.
ასევე, საყურადღებოა მასთან დაკავშირებული სიმპტომებიც:
ენტერობიოზი
მახვილა ჭიით გამოწვეული დაავადება, ყველაზე ხშირად დიაგნოსტირებული ჰელმინთოზია.
მახვილა მრგვალ ჭიებს მიეკუთვნება, პატარა ზომისაა, გადაეცემა საყოფაცხოვრებო ნივთებით, ჭუჭყიანი ხელებით.
მისი ტიპობრივი სიმპტომია მუცლის პერიოდული სპაზმური ტკივილი (როგორც წესი, ჭიპის ირგვლივ).
ნაწლავის კოლიკა
ეს გახლავთ გაზების დაგროვება – მეტეორიზმი, რომელსაც სპაზმური ტკივილები ახლავს. შესაძლოა, იგი დაერთოს და ჩვეულებრივზე მეტად მტკივნეული იყოს, კუჭ-ნაწლავის ისეთი პრობლემის დროს როგორიცაა:
კოლიკის გამომწვევი მიზეზი შეიძლება, იყოს ჭარბი საკვების მიღება, ჰაერის გდაყლაპვა კვების დროს და ალერგია ძროხის რძის ცილაზე.
დიაგნოსტიკური ტესტები
საჭიროა მდგომარეობის შეფასება სხეულის ტემპერატურის გაზომვა. ამის შემდეგ ექიმი ამოწმებს ენას (მშრალი ხომ არ არის), პულსს (აჩქარებული ხომ არ არის).
შემდგომ იწყება მუცლის ღრუს კვლევა – აუსკულტაცია (მუცლის ხმიანობის მოსმენა), პერკუსია (ხმიანობის შემოწმება თითების კაკუნით), პალპაცია (ხელით მოსინჯვა).
ზუსტი დიაგნოსტირების გარეშე, ტკივილგამაყუჩებლების მიღება დაუშვებელია. ეს სიმპტომი შეიძლება სერიოზული დაავადების სიმპტომი იყოს და ამას უყურადღებოდ ნუ დატოვებთ!
აუცილებელია, რომ მიმართოთ ექიმს და პრობლემის წყარო დაადგინოთ. ზუსტი დიაგნოზის დასმის გარეშე მკურნალობის კურსი ეფექტური ვერ იქნება. თვითმკურნალობა კი, როგორც სატელეფონო გაუსაუბრებითაც მოგახსენეთ, დაუშვებელია.
მიმართეთ ბავშვთა ასაკობრივ კლინიკაში გასტროენტეროლოგს.
„ქირურგიის ეროვნული ცენტრი“ ემსახურება 15 წლის და მეტი ასაკის მქონე პაციენტებს, ამიტომ ჩვენ ვერ დაგეხმარებით.
- ანალოგიურ შეკითხვაზე პასუხი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://kirurgia.ge/shekitxva-eqims/bavshvta-asakis-daavadebebi/25
ქირურგიის ეროვნული ცენტრის სახელით, გისურვებთ ჯანმრთელობას!