იუვენილური რევმატოიდული ართრიტი - ბავშვთა ასაკის დაავადებები

კითხვა: 9წლის ბიჭს ტკივა ფეხები. ხელები. მოძრაობის დროს ისმის ტკაცუნის ხმა. კალცი. დე ვიტამინი. ცერეაქტიულის ანალიზები ნორმაში აქვს. რა უნდა გამოვიკვლიოთ კიდე. რისი ბრალია
პასუხი:

მოგესალმებით,
თქვენთვის განკუთვნილ პასუხში, იხილავთ შემდეგ ინფორმაციას:

  • რა არის იუვენილური რევმატოიდული ართრიტი;
  • იუვენილური ართრიტის გართულებები;
  • რას იწვევს იუვენილური ართრიტი;
  • იუვენილური ართრიტის სახელმწიფო პროგრამა.

დისტანციურად დიაგნოსტირება შეუძლებელია. თუმცა, სავარაუდოდ ჩივილების გამომწვევია იუვენილური რევმატოიდული ართრიტი, რომელიც სახსრების ანთებითი დაავადებაა და 16 წლამდე ასაკის ბავშვებში გვხვდება.
იგი განსხვავდება მოზრდილთა რევმატოიდული ართრიტისგან, ამიტომ ცალკე ნოზოლოგიად განიხილავენ.
დაავადების მიზეზი უცნობია. სპეციალისტთან დაგვიანებული მიმართვა და არაადეკვატური მკურნალობა, აუარესებს დაავადების პროგნოზს.
ხასიათდება ისეთი თანმდევი გართულებებით როგორიცაა:

  • მსხვილი სახსრების მცირერიცხოვანი დაზიანება;
  • პათოლოგიურ პროცესში ხერხემლის კისრის ნაწილის ჩართვა;
  • თვალის ხშირი დაზიანება;
  • სისხლში რევმატოიდული ფაქტორის იშვიათი გამოვლენა;
  • შედარებით კეთილთვისებიანი მიმდინარეობა და პროგნოზი, მაგრამ ხშირი სისტემური გამოვლინებები.

იუვენილური რევმატოიდული ართრიტის მიზეზები და მექანიზმი ბოლომდე გარკვეული არ არის, მაგრამ ვარაუდობენ, რომ დაავადება შესაძლოა იყოს შედეგი წარმოშობის:

  • სტრეპტოკოკული;
  • სტაფილოკოკური;
  • ვირუსული (წითურას ვირუსი, ადენოვირუსები).

დაავადების დროს იცვლება სახსრის სტრუქტურა. სახსარი კარგავს ფუნქციას, რისთვისაც ის არსებობს – მოძრაობის უნარს, ვითარდება ამოვარდნილობები, ქვეამოვარდნილობები.

iuveniluri_revmatoiduli_artriti


იუვენილური ართრიტი შედის მუდმივ ჩანაცვლებით მკურნალობას დაქვემდებარებულ დაავადებათა ნუსხაში და ამჟამად მოქმედი სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია 18 წლამდე ასაკის პაციენტების სტაციონარული მკურნალობა.
ჩვენს ქვეყანაში, მსგავსი დაავადებების მართვის მიზნით, შექმნილია „გენეტიკური და იშვიათი დაავადებების საქართველოს ფონდი“.
ვიმედოვნებთ, საქმე გექნებათ სხვა დაავადებასთან, მაგრამ თუ კლინიკურ–ლაბორატორიული კვლევებით დადასტურდება ზუსტად ეს დიაგნოზი, მოგვწერეთ და დაგეხმარებით ამ ფონდთან ურთიერთობაში.
გარდა ამისა, საჭიროა, გამოკვლეული იქნეს ბავშვის ტერფი, ვინაიდან თქვენს მიერ დასახელებული სიმპტომები ბრტყელტერფიანობასაც ახასიათებს.
აქედან გამომდინარე გირჩევთ, მისი გამორიცხვით დაიწყოთ.
„ქირურგიის ეროვნული ცენტრი“ ემსახურება 15 წლის და მეტი ასაკის მქონე პაციენტებს. გთხოვთ, მიმართოთ ბავშვთა ასაკობრივ კლინიკას.

გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა