ვოლფ-პარკინსონ-უაიტის სინდრომი - ბავშვთა ასაკის დაავადებები

კითხვა: გამარჯობა ,ჩემს შვილს 6 წლის ასაკში კარდიოგრამის გადაღების დროს აღმოაჩნდა ვპვ ფემონენი.კარდიოგრამა იმიტომ გადაუღეს გლანდების ოპერაცია უნდა გაეკეთებინათ. არანაირი ჩივილები არ აქვს დროდადრო ვუკეთებ ჰოლტერს.ექიმები მეუბნებიან არ უნდა არანაირი ჩარევა არც მედიკამენტებით და არც ოპერაციით.მაინტერესებს რამდენად საშიშ დაავადებასთან გვაქვს საქმე.ახლა ბავშვი უკვე11წლისაა.
პასუხი:

მოგესალმებით,
მოგაწვდით ზოგად ინფორმაციას. ვპვ სინდრომი  ანუ ვოლფ-პარკინსონ-ვაიტის სინდრომი შეიძლება ჰქონდეს ახალშობილსაც, ბავშვსაც და მოზრდილსაც (შეძენილი ვპვ სინდრომი).
მოზრდილებში ამ სინდრომის განვითარებას ხსნიან პასიურ მდგომარეობაში მყოფი თანდაყოლილი დამატებითი გამტარი გზების აქტივაციით ზოგიერთი დაავადების დროს. ასეთი დაავადებებია: რევმოკარდიტი, მიოკარდიტი, გულის იშემიური დაავადება, მიოკარდიოპათია, თანდაყოლილი და შეძენილი მანკები და სხვა.
ვპვ სინდრომის მქონე პაციენტებს აქვთ ექსტრასისტოლია. ეს პათოლოგია უფრო ტიპობრივია მამაკაცებისთვის და ნებისმიერ ასაკში შეიძლება გამოვლინდეს.
პაროქსიზმული ტაქიკარდიის ეპიზოდებში, პაციენტს შესაძლოა მკვეთრად დაეწიოს არტერიული წნევა, დაეწყოს თავბრუსხვევა, ძლიერი სისუსტე, დაკარგოს გონი.
ვპვ სინდრომის დიაგნოსტირებისთვის მიმართავენ ელექტროკარდიოგრაფიასა და ელექტროფიზიოლოგიურ კვლევას, განსაკუთრებით ფარული ვპვ სინდრომის არსებობის შემთხვევაში. ელექტროფიზიოლოგიური კვლევა გამტარებლობის დამატებითი გზების ლოკალიზაციის დადგენის საშუალებას იძლევა.
მკურნალობის მეთოდი დამოკიდებულია შეტევების სიხშირესა და სიმძიმეზე, თანმხლებ პათოლოგიებზე, ანომალიური გამტარებლობის თავისებურებზე და ა.შ.
კათეტერული დესტრუქციის მეთოდი ვპვ სინდრომის მკურნალობის პრიორიტეტული მეთოდია, როდესაც დამატებითი გამტარი გზების დესტრუქცია ხდება მაღალი სიხშირის დენის გამოყენებით.
გირჩევთ, მიმართოთ ბავშვთა ასაკობრივ კლინიკას, რადგან „ქირურგიის ეროვნული ცენტრი“ ემსახურება 15 წლის და მეტი ასაკის მქონე პაციენტებს.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა