კითხვა: გამარჯობა. 9 წლის ბავშვს აქვს დისკომფორტი მარჯვენა ხელში, ცოტა მამძიმებსო ამბობს. დილით არა, უფრო საღამოს ეწყება. გარეგნულად არაფერი ეტყობა. და არც ფიზიკური აქტივობა შეუმცირებია. რისი ნიშანია? რომელ სპეციალისტს მივმართო?
პასუხი:
მოგესალმებით,
ხელის ტკივილი მრავალი მიზეზით შეიძლება იყოს გამოწვეული, მაგალითად:
- სახსრის დაზიანებები;
- ნერვების კომპრესია და ა.შ.
მიზეზის შესაბამისად, ტკივილი შესაძლოა უცაბედად დაიწყოს, ან დროდადრო განვითარდეს. ხშირ შემთხვევაში, ხელის ტკივილი კისრის ან ხერხემლის ზედა ნაწილის პათოლოგიებიდან გამომდინარეობს.
დიაგნოსტირებისათვის, აუცილებელია მიმართოთ ბავშვთა ასაკობრივ კლინიკაში ნევროლოგს, თუ გამოირიცხება ამ სპეციალობის პათოლოგია, შესაძლოა, მკურნალობაში ჩაერთოს ტრავმატოლოგი.
- ანალოგიურ შეკითხვაზე პასუხი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://kirurgia.ge/29/shekitkhva-eqims/25
„ქირურგიის ეროვნული ცენტრი“ ემსახურება 15 წლის და მეტი ასაკის მქონე პაციენტებს, ამიტომ ამ ეტაპზე ვერ დაგეხმარებით.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას!