მოგესალმებით,
ყაბზობა მხოლოდ ზრდასრულთა პრობლემა არაა – კვებისა და ცხოვრების თანამედროვე წესის გამო დღეს პატარებიც ხშირად იტანჯებიან ამ აუტანელი დისკომფორტით.
თუ ბავშვს კვირაში 2-ზე ნაკლები სიხშირით აქვს კუჭის მოქმედება ან განავლოვანი მასები მაგარია, მშრალი და მცირე ზომისა, ხოლო დეფეკაციის აქტი – მტკივნეული, მაშასადამე, თქვენს პატარას ნამდვილად ყაბზობა აქვს.
უყურადღებობის შემთხვევაში მას შეუძლია სერიოზული გართულებების გამოწვევა, მათ შორის ისეთების, როგორიცაა:
- ფეკალური საცობი;
- ყითის ნახეთქი;
- სწორი ნაწლავის პროლაფსი;
- ჰემოროიდი (ბუასილი).
აუცილებად და გადაუდებლად მიმართეთ ბავშვთა ასაკობრივ კლინიკაში გასტროენტეროლოგს. წინააღმდეგ შემთხვევაში ბავშვს კუჭ–ნაწლავის ტრაქტის მდგომარეობა გაურთულდება!
„ქირურგიის ეროვნული ცენტრი“ ემსახურება 15 წლის და მეტი ასაკის მქონე პაციენტებს, ამიტომ ჩვენ ვერ დაგეხმარებით.
- ანალოგიურ შეკითხვაზე პასუხი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://kirurgia.ge/shekitxva-eqims/bavshvta-asakis-daavadebebi/25
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!