ლიმფური ჯირკვლების გადიდება - ბავშვთა ასაკის დაავადებები

კითხვა: ჩემს 5 წლის შვილს ერთი თვის წინ გაუდიდა ლიმფური ჯირკვლები,იწვა ინფექციურ საავადმყოფოში,აუტარდა საკმაოდ კარგი მკურნალობა გამოწერის დროს მდგომარეობა კარგი იყო.ახლა ყურის ძირში შევამნიე 2 მცირე ზომის ჯირკვალი,რას მირჩევთ გარკვეული დროის შემდეგ გაქრება თუ მივმართო ექიმს.წინასწარ გიხდით მადლობა.
პასუხი:

მოგესალმებით,
დისტანციურად პასუხის გაცემა შეუძლებელია, რადგან, მთავარი როლი ლიმფური ჯირკვლების გადიდების მიზეზის დადგენისას ენიჭება პედიატრს, რადგანაც, ბავშვებში ეს უმთავრესად დაკავშირებულია ინფექციურ პროცესებთან. limfuri_jirkvlebis_gadideba

თავადაც აღნიშნავთ, რომ ბავშვი გადიოდა მკურნალობას ინფექციურ საავადმყოფოში. აქედან გამომდინარე, აუცილებელია კლინიკური სურათის ზუსტი შეფასება.
ანამნეზში გასათვალისწინებელია: ზუსტი ადგილმდებარეობა - ცალმხრივია თუ ორმხრივი და ა.შ.
უშუალო გასინჯვისას: ზომები, კონსისტენცია ( ელასტიური, მკვრივი, ფლუქტუაცია), შერწყმულია თუ არა ერთმანეთთან და ა.შ.
ინსტრუმენტული გამოკვლევა - ძირითადად ეს არის არაინვაზიური ვიზუალიზაცია უფრო ღრმად მდებარე ლიმფური ჯირკვლების გამოსაკვლევად ულტრაბგერითი გამოკვლევით, ასევე სისხლის საერთო ანალიზი, ყოველივე ამის შემდეგ, თავად უნდა დაგეგმოს მკურნალობის შესაბამისი მეთოდი.
„ქირურგიის ეროვნული ცენტრი“ ემსახურება 15 წლის და მეტი ასაკის მქონე პაციენტებს, ამიტომ, ჩვენ ვერ დაგეხმარებით.

 გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა