ტურეტის სინდრომი - ბავშვთა ასაკის დაავადებები

კითხვა: 10 წლის ბავშვს , გოგონას,აქვს ნერვული წიკები,წარბების უნებლიე აზიდვა,ტუჩის მიმიკის შეცვლა,..ეს შეიძლება იყოს მარტივი წიკი,თუ ტურენის სინდრომზე უნდა ვიეჭვო..რა უნდა მოვიმოქმედო როგორც მშობელმა..მადლობა
პასუხი:

მოგესალმებით,
რთულია დისტანციურად ზუსტი პასუხის გაცემა, თუმცა ზოგადად მოგახსენებთ.
შესაძლოა თქვენს მიერ ჩამოთვლილი სიმპტომების მიზეზი, ბავშვთა ასაკში იყოს ტურეტის სინდრომი, რომელიც ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის მქონე ბავშვებში გვხვდება. ამ სინდრომის მქონე ბავშვებს ახასიათებთ სხვადასხვა ნერვული ტიკები და ხშირად განმეორებადი მიმიკური მანერიზმები, როგორიცაა თვალის ჩაკვრა, ნაკვთების თამაში. ასევე სინდრომისათვის დამახასიათებელია ვოკალური ტიკები, როგორიცაა ხშირი ჩახველება, სრუტუნი და ა.შ.
სინდრომი ხშირად მოზრდილობის ასაკში სუსტდება.
გირჩევთ მიმართოთ ბავშვთა ასაკობრივ კლინიკას, „ქირურგიის ეროვნული ცენტრი“ ემსახურება 15 წლის და მეტი ასაკის პაციენტებს.
გმადლობთ, რომ დაინტერესდით ჩვენი კლინიკით, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა