კითხვა: გამარჯობა. მყავს 3 წლის და 6 თვის ბიჭი.დაუდგინეს რომ აქვს გენეტიკური მუტაცია.კისრის დაჭიმულობა და სახსრებში შესიება. ზღუდავს სიარულს.ნელნელა მოძრაობს.დიაგნოზიც აუტიზმის ნიშნები აქვს.პასუხი მოვიდა რომ არის განკურნებადი ეს გენეტიკური დაავადება. თკვენ რას მეტყოდით ამის შესახებ. მადლობთ.
პასუხი:

მოგესალმებით,
აუტიზმი ადამიანის ნეიროგანვითარების დარღვევას წარმოადგენს, რომლისთვისაც დამახასიათებელია ქცევითი დარღვევები, გადახრები სოციალურ ურთიერთობებში. აუტიზმი გამოხატულია სხვადასხვა ფორმებით, გარდა ამისა შესაძლოა აღინიშნებოდეს სხვა გონებრივი განვითარების პათოლოგიებთან ერთად.
აუტიზმით დაავადებული პაცოენტისთვის სიძნელეს წარმოადგენს ჯანსაღი ურთიერთობების დამყარება სხვა ადამიანებთან, რაც ძალზედ მნიშვნელოვნია საზოგადოებაში არსებობისათვის.
აუტიზმით დაავადებული ბავშვი ან მოზრდილი გამოირჩევა მგრძნობელობის მომატებით, ეს შეიძლება ეხებოდეს სენსორულ ან ტაქტილურ ნაწილს. შედეგად კი აღინიშნება ხმაურის, ხალხმრავლობის, ვიზუალური და ტაქტილური სტიმულაციის ძლიერი აუტანლობა.
მოტორიკის დარღვევა, მაგალითად, ნივთებამდე სწორი მანძილის შეფასების დარღვევამ ასევე შეიძლება მიგვიყვანოს მოტორულ მოუქნელობამდე. ასევე, მოძრაობის ცუდი კოორდინაცია - კიბეზე სიარულის სწავლა შეიძლება აღმოჩნდეს ძალიან რთული ამოცანა აუტიზმის მქონე ბავშვისათვის.
ხშირად ბავშვს არ შეუძლია დაიჭიროს და მოკიდოს ხელი წვრილ საგნებს, არ შეუძლია პედლიანი ველოსიპედით ან საქანელა-მანქანით მოძრაობა.
შეიძლება აღინიშნოს მომატებული ნერწყვის გამოყოფა (ჰიპერსალივაცია) პირისა და ყბის კუნთების ტონუსის რეგულაციის პრობლემების გამო.
რადგანაც აუტიზმი კავშირშია ზოგიერთ გენეტიკურ დაავადებასთან (სკლეროზი, მსხვრევადი X ქრომოსომა), კითხვაზე, შეიძლება თუ არა აუტიზმი იყოს გენეტიკური დაავადება, პასუხის გაცემა რთულია.
არ შეადაროთ თქვენი შვილი სხვის ბავშვს, მიიღეთ ისეთი, როგორიც არის და არა – ისეთი, როგორიც უნდა იყოს. ადეკვატურად შეაფასეთ მისი შესაძლებლობები და რეალური განვითარების დონე, ორიენტაცია გაუკეთეთ ბავშვის მიღწევებს და არა მის ასაკობრივ ნორმებს, არ ეცადოთ, რომ ბავშვი „მოხერხებული“ და გარეგნულად ადეკვატური იყოს სხვისთვის. მონაწილეობა მიიღეთ მის საყვარელ საქმიანობაში. მოიძიეთ ლიტერატურა იმ ავტორებისა, რომლებიც თვითონ არიან აუტისტი ბავშვების მშობლები და გაიზიარეთ მათი გამოცდილება, გვერწმუნეთ ძალიან დაგეხმარებათ პრაქტიკულად და ფსიქოლოგიურადაც. ეცადეთ, მოიპოვოთ მისი ნდობა, გაიზიაროთ მისი განსაკუთრებული და საინტერესო სამყარო“.
თბილისში უკვე მოქმედებს სპეციალური სახელმწიფო პროგრამა აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვებისთვის. ეს პროგრამა ფსიქოლოგიურ მიდგომებს ეფუძნება. ყველაზე გავრცელებულია ბიჰევიორული მიდგომა ანუ გამოყენებითი ქცევითი ანალიზი – ABA. ABA თერაპია გულისხმობს ბავშვისთვის ისეთი პირობების შექმნას, რომლებიც ხელს შეუწყობს პოზიტიური ქცევის განმტკიცებას და ჩააქრობს ნეგატიურს, დაეხმარება ბავშვს ვერბალური ანუ სამეტყველო ქცევის, კომუნიკაციისა და სოციალური ურთიერთობის ჩვევების გამომუშავებაში.
აუცილებელია გვახსოვდეს, რომ აუტიზმი საჭიროებს მუდმივ მკურნალობას, მკურნალობის მეთოდის შერჩევა, კი უნდა მოხდეს ინდივიდუალურად.
ალტერნატიული აზრის მოასასმენად, გირჩევთ, მიმართოთ ბავშვთა ასაკობრივ კლინიკას.
„ქირურგიის ეროვნული ცენტრი“ ემსახურება 15 წლის და მეტი ასაკის პაციენტებს.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა