მოგესალმებით,
ზოგადად ედს (როე რუსული სიტყვაა) ერითროციტების დალექვის სიჩქარეს ნიშნავს და მისი მატება დაკავშირებულია ორგანიზმში მიმდინარე ანთებით პროცესებთან, თუმცა ის არ არის დამოუკიდებელი სიმპტომი და განიხილება პაციენტის სხვა მონაცემებთან ერთად.
უნდა გამოირიცხოს ფარული ჩირქოვანი პროცესის კერები:
- ტონზილიტი;
- სინუსიტი;
- ფლებიტი და სხვა.
რაც შეეხება ჰემოგლობინის ნორმას 3-6 თვის ბავშვთა ასაკისათვის ნორმაა 95-135. თუმცა, ამ მაჩვენებელთა ნორმები ან ზომის ერთეულები, ამა თუ იმ კლინიკაში არსებული აპარატურის სპეციფიკურობიდან გამომდინარე შესაძლებელია, იყოს განსხვავებული.
აუცილებლად მიმართეთ ბავშვთა ასაკობრივ კლინიკაში პედიატრს, ან ოჯახის ექიმს.
- ანალოგიურ შეკითხვაზე პასუხი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://kirurgia.ge/29/shekitkhva-eqims/25
„ქირურგიის ეროვნული ცენტრი“ ემსახურება 15 წლის და მეტი ასაკის მქონე პაციენტებს, ამიტომ ამ ეტაპზე ვერ დაგეხმარებით.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!