მოგესალმებით,
ბრონქიტი ფილტვის მთავარი ჰაერგამტარი გზების (ბრონქები) ინფექციაა, რომელიც მათ გაღიზიანებასა და ანთებას იწვევს.
ძირითადი სიმპტომი ხველაა, რომელსაც მოყვითალო-მონაცრისფრო ფერის ლორწო ამოჰყვება. ბრონქიტმა შესაძლოა ყელის ტკივილი და სუნთქვის გაძნელებაც გამოიწვიოს.
ბრონქიტის შემთხვევათა უმრავლესობა მკურნალობის გარეშე, რამდენიმე კვირაში ალაგდება. ბრონქიტის ამ ფორმას მწვავე ბრონქიტი ეწოდება. გამოჯანმრთელების პერიოდში დიდი რაოდენობით სითხის მიღება და დასვენებაა აუცილებელი.
ზოგ შემთხვევაში, ბრონქიტის სიმპტომები შესაძლოა უფრო დიდხანს გაგრძელდეს. თუ სიმპტომები 3 თვეზე მეტ ხანს გრძელდება, მას ქრონიკული ბრონქიტი ეწოდება.
მწვავე ბრონქიტის შემთხვევათა უმრავლესობა მაშინ ვითარდება, როცა ინფექციის გამო ბრონქები გაღიზიანებული და ანთებითი ხდება, ეს პროცესები ჰაერგამტარ გზებში დიდი რაოდენობით ლორწოს გამოყოფას ასტიმულირებს. ორგანიზმი ჭარბი რაოდენობით ლორწოს გამოდევნას ხველების საშუალებით ცდილობს.
ბეროდუალი
წარმოადგენს კომბინირებულ ბრონქოლიზურ საშუალებას, რომლის შემადგენლობაში შემავალ კომპონენტებს გააჩნიათ მოქმედების სხვადასხვა მექანიზმი და ლოკალიზაცია. ასტიმულირებს კალციუმის ტუმბოს მუშაობას, რის შედეგადაც მიოფიბრილებში მცირდება კალციუმის კონცენტრაცია და ადგილი აქვს ბრონქების დილატაციას.
დისტანციურად პრეპარატების შერჩევა ჩვენი მხრიდან არაკორექტულია.
მიმართეთ ბავშვთა ასაკობრივ ცენტრს, „ქირურგიის ეროვნული ცენტრი“ ემსახურება 15 წლის და მეტი ასაკის ბავშვებს.
გმადლობთ, რომ დაინტერესდით ჩვენი კლინიკით, გისურვებთ ჯანმრთელობას!