კითხვა: 9 წლის გოგონა ,თვალის„ გაშტერერების “ დროს ,მარჯვენა თვალი გააქვს ,გარე კუთხისკენ ! რამდენიმე დღის წინ შევამჩნიეთ ! რა შეიძლება რომ იყოს . არც მხედველობა უჭირს და ზოგადად ,არაფერს უჩივის თვალებთან დაკავშირებით და რამდენად შეიძლება იყოს ეს ,ეკრანდამოკიდებულების ბრალი? მადლობა წინასწარ!
პასუხი:

მოგესალმებით,
თქვენთვის განკუთვნილ პასუხში იხილავთ შემდეგ ინფორმაციას:

  • რა არის სიელმე;
  • რას იწვევს სიელმე;
  • სიელმის ტიპები.

sielme

დისტანციურად დიაგნოსტირება რა თქმა უნდა შეუძლებელია, თუმცა სავარაუდოდ ბავშვის ჩივილის გამომწვევია სიელმე, ანუ ზარმაცი თვალი, იგი ბავშვთა ასაკის ერთ-ერთი უხშირესი პათოლოგიაა.
იგი წარმოადგენს თვალის გარეთა მამოძრავებელი კუნთების ჰარმონიული მოძრაობის დისბალანსს, როდესაც თვალის კაკლები ვერ ასრულებენ სინქრონული მოძრაობის ფუნქციას.
სიელმემ შესაძლოა გამოიწვიოს:

  • მხედველობის მკვეთრი დარღვევა - ამბლიოპია.

რაც, თავის მხრივ, შესაძლოა მხედველობითი ინვალიდობის მიზეზი გახდეს.
არსებობს დაახლოებით 20 სახეობის სიელმე, რომლებიც ერთმანეთისაგან განსხვავდებიან:

  • წარმოშობის მიზეზებით;
  • განვითარების მექანიზმებით.

გადახრის მიმართულების მიხედვით გამოყოფენ სიელმის შემდეგ ტიპებს:

  • გარეთა (თვალი გადახრილია საფეთქლისკენ);
  • შიგნითა (თვალი გადახრილია ცხვირისკენ);
  • ვერტიკალური (თვალი მიმართულია ზევით ან ქვევით).

ზუსტი დიაგნოსტირებისთვის და მკურნალობის მეთოდის დასაგეგმად აუცილებლად უნდა მიიყვანოთ ბავშვი ოფთალმოლოგთან, რათა არ გართულდეს მდგომარება.
მიმართეთ ბავშვთა ასაკობრივ კლინიკას, რადგან „ქირურგიის ეროვნული ცენტრი“ ემსახურება 15 წლის და მეტი ასაკის მქონე პაციენტებს და ჩვენ ვერ დაგეხმარებით.

გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა