ფრუქტოზა–ლაქტოზას აუტანლობა ბავშვებში - ბავშვთა ასაკის დაავადებები

კითხვა: მოგესალმებით... ჩემს შვილს აქცს ლაკტოზის და ფრუქტოზის აუტანლობა გერმანიაში დასმული დიაგნოზია.... თუმცა ხილის ჩამონათვალში არის ზოგიერთი რომლის მიღებაც შესაძლებელი უნდა იყოს მისთვის., მაგრამ ბავშვი ვერცერთი სახეობის ხილს ვერ ღებულობს...'》 არის 4 წლის.》 შეიძლება თუ არა გადალახოს ეს პრობლემა და რა რჩევები შეგიძლიათ მომცეთ.. დიდი მადლობა
პასუხი:

მოგესალმებით,
მოგაწვდით ზოგად ინფორმაციას. ლაქტაზის პირველადი უკმარისობა თანდაყოლილია, ხოლო ფერმენტის აქტიურობის დაქვეითება მეორეული ლაქტაზური უკმარისობაა და ნაწლავთა ინფექციის შემდეგ ვითარდება.
ლაქტაზის პირველადი უკმარისობის დროს ბავშვს ყველაფერი რძის შემცველი ეკრძალება, რძიანი შოკოლადიც კი.
მისი რაციონიდან უნდა ამოვიღოთ რძე და ყველაფერი რძის შემცველი.
გალაქტოზემიისა და ლაქტოზის პირველადი უკმარისობის დროს ინიშნება ულაქტოზო ნარევები, მეორეული უკმარისობისას - დაბალლაქტოზური პროდუქტები ჰიდროლიზებული (დაშლილი) ცილებით.
ასეთი აკრძალვა სიცოცხლის ბოლომდე გრძელდება. ეს ნიშნავს, რომ არავითარი რძე და მისი პროდუქტები (მაწონი, იოგურტი, ხაჭო, არაჟანი, ყველი, რძეზე დამზადებული ცომეული), კერძები მხოლოდ მცენარეულ ზეთზე და არა კარაქზე.
ფრუქტოზა და გლუკოზა შედის საქაროზის მოლეკულის შემადგენლობაში. ფრუქტოზა ბავშვისთვის “თეთრ საწამლავად” იქცევა, თუ ღვიძლში არ გამომუშავდება მნიშვნელოვანი ფერმენტი - ფრუქტოზა-1-ფოსფატ-ალდოზა, რომელიც ფრუქტოზას ორგანიზმისთვის უვნებელს ხდის. ფერმენტის ნაკლებობისას თირკმელებსა და ნაწლავების ლორწოვან გარსებში გროვდება ტოქსიკური ფრუქტოზა.
აუცილებელი არ არის პროდუქტების სამუდამო აკრძალვა. რაციონიდან მხოლოდ ალერგიული რეაქციის გამომწვევი საკვები უნდა გამოირიცხოს. აწარმოეთ კვებითი დღიური, აღნიშნეთ, რა შეჭამა ბავშვმა, რა ოდენობით, რომელ პროდუქტებთან ერთად და რა შედეგი გამოიწვია.
დიეტა მთელი ცხოვრება არ არის აუცილებელი. 5-6 წლისთვის უფრო მეტად აქტიურდება დეფექტური გენები, რომლებიც ფრუქტოზის დაშლის ფერმენტებს წარმოქმნის.
რაც შეეხება მკურნალობას, უნდა მიმართოთ ბავშვთა ასაკობრივ კლინიკაში გასტროენტეროლოგს.
"ქირურგიის ეროვნული ცენტრი" ემსახურება 15 წლის და მეტი ასაკის მქონე პაციენტებს, ამიტომ ამ ეტაპზე ვერ დაგეხმარებით.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა