მოგესალმებით,
თქვენთვის განკუთვნილ პასუხში, შეგიძლიათ, გაეცნოთ შემდეგ ინფორმაციას:
- რა არის ენურეზი;
- რა ასაკში გვხვდება შარდის შეუკავებლობა;
- რამ შეიძლება გამოიწვიოს ენურეზი.
მდგომარეობას, რომელსაც თქვენ აღწერთ, ანუ შარდის შეუკავებლობას ღამის ან ძილის პერიოდში, სამედიცინო ენაზე ეწოდება ენურეზი.
იგი საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა და გვხვდება 5-6 წლამდე ასაკის ბავშვებში.
ვაჟებში ეს პრობლემა უფრო ხშირად გვხვდება, ვიდრე გოგონებში.
როგორც წესი, უმეტეს შემთხვევებში ენურეზი თავისთავად წყდება ბავშვის ზრდასთან ერთად.
ასაკის მატებასთან ერთად ენურეზის სპონტანური გაქრობის შანსი 15%-ით იმატებს. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ ბავშვის ენურეზმა შეიძლება ცუდი გავლენა იქონიოს თავად ბავშვის და ოჯახის წევრების ემოციურ მდგომარეობაზე, დაარღვიოს ბავშვის ნორმალური სოციალური აქტივობა და გავლენა იქონიოს თვითშეფასების ხარისხზე, რიგ შემთხვევებში საჭირო ხდება მისი მკურნალობა.
პირველ რიგში გაითავისეთ, რომ ბავშვი ვერ აკონტროლებს შარდვას ძილში, შესაბამისად ეს არ შეიძლება, იყოს მისი დასჯის მიზეზი.
გირჩევთ, ბავშვთა ასაკობრივ კლინიკაში, მიმართოთ უროლოგს, რათა გამოირიცხოს ისეთი პათოლოგიური მდგომარეობა, როგორიცაა საშარდე გზების ინფექცია.
ხოლო ამის შემდეგ, განახორციელეთ ვიზიტი ნევროლოგთან.
„ქირურგიის ეროვნული ცენტრი“ ემსახურება 15 წლის და მეტი ასაკის მქონე პაციენტებს, ამიტომ ამ ეტაპზე ვერ დაგეხმარებით.
- ანალოგიურ შეკითხვაზე პასუხი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://kirurgia.ge/shekitxva-eqims/bavshvta-asakis-daavadebebi/25
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას!