კითხვა: ჩემს 6 წლის ბიჭს დღეს მოულოდნელად გული საგრძნობლად აუჩქარდა. ბავშვს ჰაერი არ ყოფნიდა. პულსი ძალიან სწრაფად უცემდა. საღამოს დაემართა ეს. დღისით გარეთ მყავდა გაყვანილი. ცოტა მზეშიც მოუწია სიარული. რადიაციიის ბრალი ხომ არარის ან რისი ბრალი შეიძლება იყოს. და ასეთ დროს როგორ შემიძლია დახმარება გავუწიო.
პასუხი:
მოგესალმებით,
როგორც გვახსოვს, წინა შეტყობინებაში თქვენი 6 წლის ბავშვისთვის, დისტანციურ რეჟიმში, რითაც შეგვეძლო დაგეხმარეთ და ბავშვს დაუდგინდა იუვენილური რევმატოიდული ართრიტი.
ასეთ და თქვენ მიერ მოწერილ კიდევ ბევრ სერიოზულ საკითხსა თუ კითხვაზე დისტანციურად კონსულტაცია და მკურნალობის მეთოდის დანიშვნა არ ხდება.
ძალიან გთხოვთ, გაითვალისწინეთ ჩვენ მიერ არაერთხელ მოცემული რჩევა.
რაც შეეხება ბავშვს, სანამ მისი მდგომარეობა კრიტიკულ ზღვარს მიუახლოვდება, მიმართეთ გადაუდებლად პედიატრს ან ბავშვთა ასაკობრივ კლინიკას.
კარგია, როცა გვენდობიან, თუმცა აქ საქმე ზოგად ინფორმაციას სამედიცინო სფეროში კი არა, პაციენტის გამოჯანმრთელებას და სიცოცხლეს ეხება.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას!