გულის მანკი ბავშვებში - ბავშვთა ასაკის დაავადებები

კითხვა: გამარჯობა. ბავშვის გულის მანკთან დაკავშირებით .შეგიძლიათ რამე მითხრათ
პასუხი:

მოგესალმებით,
მოგაწოდებთ ზოგად ინფორმაციას. გულის მანკი – პათოლოგიაა, რომელმაც შეიძლება ნებისმიერ ასაკში იჩინოს თავი. ხშირად პაწია უკვე დაზიანებული ორგანოთი იბადება, სწორედ ამას უწოდებენ გულის თანდაყოლილ მანკს.
გულის თანდაყოლილი მანკის ჩამოყალიბების კონკრეტული მიზეზის დასახელება შეუძლებელია, თუმცა შეიძლება გამოვყოთ ხელშემწყობი ფაქტორები, რომლებიც ნაყოფზე მუცლადყოფნის პერიოდში მოქმედებს. ასეთია, მაგალითად, ორსულობის პერიოდში გადატანილი სხვადასხვა ინფექცია, მაგალითად:

  • წითელა;
  • ჩუტყვავილა;
  • ციტომეგალოვირუსული ინფექცია.

გარდა ამისა, ნაყოფის გულის სტრუქტურული დეფექტი შეიძლება გამოიწვიოს რომელიმე ქიმიური ნივთიერებით მოწამვლამ, ზოგიერთი მედიკამენტის თვითნებურმა მიღებამ.
ზოგადად, განასხვავებენ გულის თანდაყოლილი მანკის ოთხმოცდაათამდე ნაირსახეობას, რომლებიც შეიძლება გამოვლინდეს ძგიდის (მაგალითად, წინაგულთაშუა ან პარკუჭთაშუა ძგიდის) დეფექტით, ფილტვის ვენების ანომალიით, მარცხენა ან მარჯვენა გულის პათოლოგიით (ე.წ. ფალოს ტეტრადა, აორტის სტენოზი და ა.შ.), მაგისტრალური სისხლძარღვების ტრანსპოზიციით და ა.შ.
თუკი ოპერაციის შედეგად სტრუქტურულად სრულფასოვან გულს მივიღებთ, კონტროლის მიზნით კარდიოლოგი ბავშვს ჯერ ერთი კვირის შემდეგ სინჯავს, მომდევნო გასინჯვა ერთი თვის შემდეგ ტარდება, მერე კი ექიმს ყოველ ექვს თვეში ან წელიწადში ერთხელ უნდა ეწვიოთ.
თანდაყოლილი მანკის ოპერაციას 18 წლამდე მთლიანად სახელმწიფო აფინანსებს. შეძენილი მანკები, აგრეთვე – თანდაყოლილი მანკები, რომელთა კორექციაც 18 წლის შემდეგ ხდება, თანაგადახდით ანაზღაურდება .
ალტერნატიული აზრის მოსასმენად, მიმართეთ ბავშვთა ასაკობრივ კლინიკას, „ქირურგიის ეროვნული ცენტრი“ ემსახურება 15 წლის და მეტი ასაკის მქონე პირებს.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა